თამარ ედიბერიძე - მოწვეული სპეციალისტი. უძღვება ნევროლოგიის კურსს. ექიმი-პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი. PhD სტუდენტი. გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება ადრეული ბავშვობის ნეიროგანვითარებითი დარღვევებისა და ეპილეფსიის მქონე ბავშვების დიაგნოსტიკასა და მართვაში. მისი კვლევითი თემატიკა ძირითადად ეხება ბავშვთა ასაკის გენეტიკური ეპილეფსიების დროს ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევების შესწავლას. აღნიშნული მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი თეზისები აკადემიურ ჟურნალებში, საერთაშორისო კონფერენციებზე მონაწილეობის მისაღებად და ნაშრომების წარსადგენად მიღებული აქვს მიწვევები და საკონფერენციო გრანტები (აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი), 2018 წლიდან არჩეულია ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის (ILAE) ქართული განყოფილების გენერალურ მდივნად.