ანა ხარიბეგაშვილი - მოწვეული სპეციალისტი,საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლაში. უძღვება მენეჯმენტის კურსს ბიზნესისა და ეკონომიკის ბაკალავრებისათვის. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ფინანსების სპეციალობით საქართველოს უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ასევე, საქართველოს უნივერსიტეტიდან. მუშაობს ამერიკის საელჩოში საგრანტო პროგრამების სპეციალისტად. აქვს პროექტების მართვისა და ფინანსური გრანტების მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილება. გავლილი აქვს პროექტების მართვის, გრანტების ადმინისტრირებისა და მონიტორინგის, სახალხო დიპლომატიის განვითარებისა და ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების დამატებითი სასწავლო კურსები.