ქრისტინე გურეშიძე _ მოწვეული სპეციალისტი - უძღვება მიკროეკონომიკის პრინციპების
კურსს. მას აქვს მაგისტრის ხარისხი (MBA) მიღებული ეკონომიკაში, ეკონომიკის
საერთაშორისო სკოლაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ISET) და ბაკალავრის
აკადემიური ხარისხი სამრეწველო ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში, შავი ზღვის
საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU). მას გავლილი აქვს Teaching Fellowship ტრენინგი
CERGE-EI_ში, ჩეხეთის რესპუბლიკაში და ასევე ბუნებრივი რესურსების მართვის კურსი
NHH_ში, ნორვეგიაში. მას აქვს კვლევის, ანალიზისა და კონსულტირების სამუშაო
გამოცდილება. 2016-2017 წლებში ის იყო ლექტორის ასისტენტი, შესაბამისად მას ასევე აქვს
ლექციის ჩატარებისა და სტუდენტებთან მუშაობის კარგი გამოცდილება.