ქეთევან მამულაშვილი - მოწვეული სპეციალისტი, უძღვება სამედიცინო პრობლემების მქონე პაციენტების სტომატოლოგიური მენეჯმენტის კურსს. არის ოჯახის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი 27 წლიანი გამოცდილებით. ამავე დროს აქვს ოჯახის ექიმთა მასწავლებლად - ტრენერად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. უძღვებოდა საოჯახო მედიცინის კურსს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მსვლელობისას საქართველოს მასშტაბით ოჯახის ექიმთა/ექთანთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.აქვს სამედიცინო კლინიკური გაიდლაინების/პროტოკოლების შემუშავება/დანერგვის მრავალწლიანი გამოცდილება.უშუალოდ იღებდა მონაწილეობას სახელმწიფო გაიდლაინების შექმნაში.მონაწილეობდა სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის მონიტორინგის, შეფასების, რეკომენდაციების შემუშავების პროცესებში თბილისსა და რეგიონებში.