ნინო მიქავა- მოწვეული სპეციალისტი- უძღვება მართული დახმარების კურსს. მას აქვს ექიმის ხარისხი (მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული) მიღებული დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. გავლილი აქვს მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, ზოგადი მენეჯმენტის სპეციალობა კავკასიის უნივერსიტეტში. მას გავლილი აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის კურსი საქართველოს უნივერსიტეტში. ამჟამად არის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტში. აქვს ადამიანური რესურსების მართვის, ლიდერობის, სტრატეგიული დაგეგმარების, ორგანიზაციული განვითარების, პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება.