საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 2001 წლიდან ვმუშაობ და ამჟამად აღმოსავლური კოლექციების კურატორ - ასისტენტი ვარ. 2008 წ. მომენაიჭა ისტორიის დოქტორის წოდება. ვმუშაობ ჩინური ხელოვნების მიმართულებით და ძირითადად ვსწავლობ და ვაქვეყნებ კვლევებს ჩინეთის, ასევე ირან-ჩინეთის კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე შუა საუკუნეებში. ვარ 20 -ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვყნდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, სისტემატურად ვმონაწილეობ სამეცნიერო კონფერენციებში. ვარ ორი მონოგრაფიის (მუსლიმური ხუროთმოძღვრული ძეგლები საქართველოში“ და „ძველი ჩინეთის ხელოვნება“ ავტორი, აგრეთვე, თანაავტორი სამეცნიერო კატალოგისა „გზა მშვენიერებისაკენ (ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში)“ და მონოგრაფიისა „საქართველო და აღმოსავლური სამყარო“ .
2010 წელს გახლდით საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტის სამეცნიერო კონცეფციის ავტორი და კურატორი, რომლის ფრაგლებშიც დაიბეჭდა სამეცნიერო კატალოგი და მოეწყო ჩინური ხელოვნების მასშტაბური გამოფენა. 2010-2011 და 2015-2018 წწ. გავიმარჯვე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა და ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსებში და ვხელმძღვანელობდი შემდეგ პროექტებს: „მუსლიმური ხუროთმოძღვრული ძეგლები საქართველოში“, „შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები -საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები“.
მუზეუმის პარალელურად, ვმუშაობ საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც ვასწავლი აღმოსავლური (ისლამური) ქვეყნების (ახლო და შუა აღმოსავლეთი) და შორეული აღმოსავლეთის (ჩინეთი, იაპონია) კულტურასა და ხელოვნებას.