ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ნათია დემურიშვილი
მოწვეული ლექტორი
დოქტორი
არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის და ხელოვნებათმცოდნეობის დეპარტამენტი
ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა


განათლება  
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ჰუმანიტარულ–სოციალური ფაკულტეტი - დოქტორი - 2008-11-27 -
პუბლიკაციები  
ჩინური ფაიფურის კოლექცია. - 2003
ირანისა და ჩინეთის ეკონომიკურ–კულტურული ურთიერთობის ისტორიისათვის - 2005
Two Chinese bowls from Ardabil Chinachane - 2008
ორი ჩინური ლარნაკი არდებილის ჩინახანედან - 2008
მუსლიმური ხუროთმოძღვრული ძეგლები საქართველოში/მონოგრაფია/ - 2010
კატალოგი „გზა მშვენიერებისაკენ“ (ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში) - 2010
მეშჰედური ქვისგან დამზადებული ჭურჭლის კოლექციის ატრიბუციისათვის - 2013
არდებილის ჩინახანეს ფაიფური საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (დამატებითი ცნობები) - 2014
უცნობი მასალები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან: კოლექციონერი ხანუკაევი. - 2016
ძველი ჩინეთის ხელოვნება - 2017
საქართველო და აღმოსავლური სამყარო. მონოგრაფია - 2018
ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში - 2019
კურსები  
ახლო აღმოსავლეთის ხელოვნება და კულტურა II-ORST3110 (  2018/2019; 2019/2020; 2020/2021; 2021/2022; 2022/2023; 2023/2024; )
დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება: სტილი და ეპოქა-ARTS1210 (  2018/2019; 2019/2020; 2020/2021; 2021/2022; 2022/2023; 2023/2024; )
ისლამური ხელოვნება-ARTS3110 (  2018/2019; 2019/2020; 2020/2021; 2021/2022; 2022/2023; 2023/2024; )
მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი-ARTS1110 (  2022/2023; 2023/2024; )
შორეული აღმოსავლეთის ხელოვნება - ჩინეთი და იაპონია-ARTS3210 (  2012/2013; 2013/2014; 2015/2016; 2016/2017; )
შორეული აღმოსავლეთის ხელოვნება - ჩინეთი და იაპონია-ARTS3217 (  2018/2019; 2019/2020; 2020/2021; 2021/2022; 2022/2023; 2023/2024; )
ცხრილი  
ახლო აღმოსავლეთის ხელოვნება და კულტურა II-ORST3110
დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება: სტილი და ეპოქა-ARTS1210
ისლამური ხელოვნება-ARTS3110
მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი-ARTS1110
შორეული აღმოსავლეთის ხელოვნება - ჩინეთი და იაპონია-ARTS3217

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 2001 წლიდან ვმუშაობ და ამჟამად აღმოსავლური კოლექციების კურატორი ვარ. 2008 წ. მომენაიჭა ისტორიის დოქტორის წოდება. ვმუშაობ ჩინური ხელოვნების მიმართულებით და ძირითადად ვსწავლობ და ვაქვეყნებ კვლევებს ჩინეთის, ასევე ირან-ჩინეთის კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე შუა საუკუნეებში.   ვარ 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვყნდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, სისტემატურად ვმონაწილეობ სამეცნიერო კონფერენციებში.  ვარ ორი მონოგრაფიის (მუსლიმური ხუროთმოძღვრული ძეგლები საქართველოში“ და „ძველი ჩინეთის ხელოვნება“ ავტორი, აგრეთვე, სამეცნიერო კატალოგების „გზა მშვენიერებისაკენ (ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში)“, "ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში" და მონოგრაფიი „საქართველო და აღმოსავლური სამყარო“ თანაავტორი.

2010 წელს გახლდით საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტის სამეცნიერო კონცეფციის ავტორი და კურატორი, რომლის ფრაგლებშიც დაიბეჭდა სამეცნიერო კატალოგი და მოეწყო ჩინური ხელოვნების მასშტაბური  გამოფენა. 2010-2011  და 2015-2018 წწ.  გავიმარჯვე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა და ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსებში და ვხელმძღვანელობდი შემდეგ პროექტებს: „მუსლიმური ხუროთმოძღვრული ძეგლები საქართველოში“, „შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები -საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები“.

ამჟამად ვხელმძღვანელობ 2022 წ. ფუნდამეტური კვლევების კონკურსში დაგამრჯვებულ რუსთაველის ფონდის კიდევ ერთ საგრანტო პროექტს "„სხვა“ დმანისის ისტორია: არაბობიდან ქართულ რეკონკისტამდე(VII-XII საუკუნეების დმანისის ისტორიისა და კულტურის ინტერდისციპლინური კვლევა ნაქალაქარის არქეოლოგიური ძეგლებისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების მიხედვით)" მუზეუმის პარალელურად, ვმუშაობ საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც  ვასწავლი აღმოსავლური (ისლამური)  ქვეყნების (ახლო და შუა აღმოსავლეთი) და შორეული აღმოსავლეთის (ჩინეთი, იაპონია) კულტურასა და ხელოვნებას.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი