დავით ზურაბიშვილი - მოწვეული სპეციალისტი - უძღვება ლექციათა კურსს „შესავალი შედარებით პოლიტიკაში.“ მას აქვს მაგისტრის ხარისხი ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. აქვს პრაქტიკული პოლიტიკური საქმიანობის დიდი გამოცდილება, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. მას ასევე აქვს პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. ის კითხულობს შედარებითი პოლიტიკის კურსს კავკასიურ უნივერსიტეტში, აგრეთვე მიჰყავს ლექციების ციკლი „ლიტერატურა და პოლიტიკა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის ავტორი არაერთი პუბლიკაციისა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ როგორც ქართულ მედიაში, ისე უცხოურ პრესაში.