გიორგი თარგამაძე- მოწვეული ლექტორი, უძღვება საჯარო გამოსვლის ტექნიკის კურსს. არის სოციალურ მეცნიერებატა დოქტორი. ამჟამად, მედია ცენტრის დირექტორი და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. 2013 წლიდან იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და მედია ცენტრის დირექტორი. მედიაში აქვს, როგორც ჟურნალისტად ასევე მედია მენეჯერად, 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება. ჟურნალისტურ კარიერასთან ერთად იყო პარლამენტის წევრიც, უმცირესობის ლიდერი და საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი. აქვს კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარების, ლიდერობის, მართვის საკითხებში პრაქტიკული მუშაობის, კონსულტირების, ტრენინგების შექმნისა და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.