ქეთევან გოლიაძე - 8 წელზე მეტია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში მუშაობს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამჟამად, ქეთი საერთაშორისო აიტი კომუნიკაციების კომპანიაში ბრენდინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით მოღვაწეობს.
წარსულში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი კარიერა მოიცავს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას. ფინკა ბანკში საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის პოზიციამდე, ქეთი 2011-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში, მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.
ამჟამად ქეთი გოლიაძე მაგისტრის ხარისხს ეუფლება სწორედ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. ის ასევე არის მოწვეული ლექტორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სასერტიფიკატო კურსზე - „ფეხბურთის მენეჯმენტი“.
მას გავლილი აქვს სხვადასხვა კურსი როგორც ევროპაში, ასევე დიდ ბრიტანეთში. ამჟამად სწავლობს ლოზანას უნივერსიტეტისა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის (უეფა) მენეჯმენტის შერეული ფორმატის კურსებზე.
ფლობს საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენს