მესამე რანგის კაპიტანი პაპუნა დავითაია - მოწვეული ლექტორი, უძღვება სამაგისტრო კურსებს
- ‘ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა ცივი ომის შემდეგ’ და ‘ადამიანის უფლებები
საერთაშორისო სამართლებრივ სისტემაში’. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი (MA of Arts)
საერთაშორისო ურთიერთობებსა და უსაფრთხოებაში ვესტმინსტერის უნივერსიტეტიდან
(დიდი ბრიტანეთი) და სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტიდან. მას ასევე დამთავრებული აქვს საბერძნეთის საზღვაო-სამიჩმანო
სასწავლებელი და გერმანიის ბუნდესვერის საზღვაო აკადემია. პაპუნა დავითაიას დაცული აქვს
სამაგისტრო ნაშრომი თემით - ‘შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოება და მათი მნიშვნელობა
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისადმი’. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მას გავლილი აქვს
ლიდერობისა და მენეჯმენტის, პარტნიორობა ევრაზიის ფარგლებში, საერთაშორისო
უსაფრთხოების სფეროში მოლაპარაკებების წარმოებისა და პრაქტიკული სიმულაციების
საგანგებო/საომარი მდგომარეობის შესახებ და ნატო-ს ეგიდით ორგანიზებული არაერთი კურსი.
მე-3 რანგის კაპიტან პ. დავითაიას გააჩნია ნატო-ს გაერთიანებულ საზღვაო ძალების შტაბბინაში
მოღვაწეობისა და ნატო-ს ანტიტერორისტულ და საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებში
მონაწილეობის ხუთ წლიანი გამოცდილება.
პაპუნა დავითაიას მიღებული აქვს ჯილდოები ნატო-ს მეხუთე მუხლით მოქმედ ოპერაცია
“აქტიური ძალისხმევა“-ში მონაწილეობისათვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში
„განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის“.
იგი ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ბერძნულ და რუსულ ენებს; უყვარს სპორტი და ცდილობს
თავისუფალი დრო მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და საყვარელ ძაღლს დაუთმოს