მაია ჯაში - მოწვეული ლექტორი - უძღვება საექთნო საქმის საფუძვლების კურსს. არის ექიმი (MD). მას აქვს გავლილი საექთნო პროგრამის ტრენერების მომზადების 5-თვიანი სასწავლო კურსი ემორის უნივერსიტეტში (ატლანტა, აშშ) და ნიუ იორკის შტატის სწავლებისა და კვლევების საერთაშორისო პროგრამის ტრენერთა მომზადების კურსი - “სამეცნიერო საქმიანობის ინტეგრირება საექთნო განათლებაში”. პროგრამის შინაარსში შედის: სწავლებისა და სწავლების თეორიული საფუძვლები, სასწავლო გეგმისა და კურსების შემუშავება, საკლასო და კლინიკური პრაქტიკის სწავლების სტრატეგიები, შეფასების სტრატეგიები როგორც მოსწავლეთათვის, ასევე პროგრამებისთვის, სწავლებისა და სწავლის ტექნოლოგია.
არის „საექთნო საქმის განვითარებისა და ხელშეწყობის ეროვნული საბჭოს“ წევრი და საქართველოს ექთნების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
უშუალოდ მონაწილეობს საექთნო მომზადება-გადამზადების სასერთიფიკატო კურსების შემუშავებასა და განხორციელებაში.
აქვს ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების გამოცდილება.
გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები საერთაშორისო ჟურნალებში (American Public Health Association).