ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

მარინე შავლაყაძე
მოწვეული ლექტორი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დეპარტამენტი
,მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა


განათლება  
ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, - საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის - ბაკალავრი - 2001-02-09 - 2005-03-07
ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საბუნებისმეტყველო - მაგისტრი - 2005-04-09 - 2007-01-07
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია - დოქტორი - 2008-07-09 - 2011-07-13
კონფერენციები  
გარემოს დაცვისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია - 08-05-2013
ქიმიის, ბიოლოგიისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო კონფერენცია ICBEC 2013 - 03-11-2013
მე-4 საერთაშორისო კონფერენციის "წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემების - 08-06-2014
ნიადაგის რესურსები და მათი მდგრადი განვითარება - 31-08-2015
ტექნოლოგიისა და მეცნიერების საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია - 03-11-2015
ტექნოლოგიისა და მეცნიერების საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია - 03-11-2015
ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო ჟურნალის (IJAS) ტექნოლოგიისა და ინჟინერიის საერთაშორისო კონფერენცია ფიზიკურ, ჯანმრთელობის და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში - 23-05-2016
ICASE 2016: მე-18-ე საერთაშორისო კონფერენცია სასოფლო-სამეურნეო და ბიოლოგიურ ინჟინერიაში - 17-07-2016
VIIსაერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია "წყალთა მეურნეობის,გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები" - 03-09-2017
ტექნოლოგიისა და მეცნიერების საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია - 28-11-2017
"ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა",მე-5საერთაშორისო კონფერენცია - 01-10-2018
VIIIსაერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „წყალთა მეურნეობის,გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ - 01-11-2018
საერთაშორისო კონფერენცია „გარემოს დაბინძურება და სასოფლო-სამეურნეო ინჟინერია“ - 11-11-2019
საერთაშორისო კონფერენციაგანათლებასა და სწავლებისახალ ტექნოლოგიებზე - 05-09-2021
საერთაშორისო ონლაინვებინარის ორგანიზატორი მსოფლიო კვლევითი საზოგადოება და IRAJ- კვლევებისა და ჟურნალების ინსტიტუტი - 19-09-2021
მე-16 საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი უახლესი ტენდენციები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ჰიბრიდული) პიტეშტის უნივერსიტეტი (რუმინეთი - 18-05-2023
სამეცნიერო პროექტები  
-
საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი, რუსეთის ალტერნატიული, ბაქო-თბილისი- ერზრუმის სატრანსპორტო და ენერგო დერეფნების ეკოლოგიური უსაფრთხოების შეფასებისა და უზრუნველყოფის ღონისძიებები - 2008-2010
საქართველოს მთის წყალსაცავების, შემტბორავი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყვლადობის და მათი საიმედო ექსპლუატაციის პირობების შეფასება - 2010-2012
კურორტ წაღვერის ნახანძრალ მთის ფერდობებზე მიმდინარე ეროზიული პროცესების ინტენსივობის შეფასება, კლიმატური, ნიადაგ-გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური მახასიათებლების დადგენის საფუძველზე - 2012-2013
საერთაშორისო კონფერენცია გარემოსდაცვითი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის შესახებ (ICOEST 2013). ურგუპი, კაბადოკია, ნევსეჰირი, თურქეთი - 2013
ვენეცია, იტალია. ქიმიის, ბიოლოგიისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო კონფერენცია IC BEC 2013. მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემია http://waset.org. "მანგანუმშემცველი ხელოვნური მინაკრისტალური მასალების საფუძველზე წყალხსნადი და უბალასტო მიკროსასუქების მიღების შესაძლებლობის შესწავლა". - 2013
ნიადაგის ტიპების გავლენა პესტიციდების დეგრადაციაზე - 2014-2017
„საწარმოო ნარჩენებიდან მიღებული მანგანუმშემცველი მასალების გამოყენების შესაძლებლობის შესწავლა ქიმიურად მელიორირებული ნიადაგის მიღების მიზნით - 2015
ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტები. ტექნოლოგიისა და მეცნიერების საერთაშორისო კონფერენცია. “ საწარმოო ნარჩენებიდან მიღებული მანგანუმშემცველი მასალების გამოყენების შესაძლებლობის შესწავლა“. ზეპირი მომხსენებელი სექციაზე. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი - 2015
„საწარმოო ნარჩენებიდან მიღებული მანგანუმშემცველი მასალების გამოყენების შესაძლებლობის კვლევა კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ნიადაგების ქიმიური მელიორაციის მიზნით - 2015-2017
ციურიხი, შვეიცარია. ICASE 2016: მე-18-ე საერთაშორისო კონფერენცია სასოფლო-სამეურნეო და ბიოლოგიურ ინჟინერიაში. მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემია. "პესტიციდების მიკრობიოლოგიური დეგრადაცია ნიადაგში". - 2016
ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა - 2020-2021
Framework for Organisational Decision-Making Process in Water Reuse for Smart Cities, SMART-WATER Domain - 2020-2023
ყბა-სახის ქირურგიაში გამოსაყენებელი მასალის (საქონლის ძვლის) დამუშავების ტექნოლოგიის სრულყოფა - 2021-2023
კურსები  
ბიოქიმია II-MD231220E (  2023/2024; 2024/2025; )
ბიოქიმია I-MD231120E (  2021/2022; 2022/2023; 2023/2024; 2024/2025; )
ბიოქიმია-DENT1230 (  2020/2021; 2021/2022; 2022/2023; 2023/2024; 2024/2025; )
ბიოქიმია-NRSI1210E (  2024/2025; )
სამედიცინო ქიმია-DENT1111 (  2019/2020; )
შესავალი მეცნიერებაში მედიცინისთვის-MD1020 (  2019/2020; )
ცხრილი  
ბიოქიმია-DENT1230
ბიოქიმია-NRSI1210E
ბიოქიმია I-MD231120E
ბიოქიმია II-MD231220E
მარინე შავლაყაძე. 2011 წელს მიენიჭა ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2008 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. ასევე მოწვეული ბიოქიმიის ლექტორი ინგლისურენოვან პროგრამაზე საქართველოს უნივერსიტეტში. 2014-2024 წლებში თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტში ეკავა კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსის თანამდებობაც. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. სხვადასხვა საერთაშოროსო სამეცნიერო კონფერენციის ავტორი და მონაწილე (20-ზე მეტი). 11 სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და შემსრულებელი. 11 საერთაშორისო ტრეინინგის მონაწილე. მარინე შავლაყაძე 2014-2024 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში ახალგაზრდა მეცნიერთა 7 კონფერენციის ორგანიზატორი და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციის თეზისების კრებულის რედაქტორი. მარინე შავლაყაძეს გააჩნია დიდი გამოცდილება წყლებისა და ნიადაგების კვლევის მიმართულებით, ასევე, საწარმოო ნარჩენებით დაბინძურებული წყლისა და ნიადაგების შესწავლის კუთხით, რასაც მოწმობს გამოქვეყნებული პუბლიკაციები და საგრანტო პროექტებში მონაწილეობა. მარინე შავლაყაძე 2014 წლიდან თანამშრომლობს ვროცლავის გარემოს დაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (პოლონეთი). მარინე შავლაყაძემ 2014 წელს მოიპოვა პროფესორ სტანისლავ ტოლპას 3 თვიანი სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის პოლონეთის ქალაქ ვროცლავში 2014/2015 სასწავლო წლებში (1 - 3 თვე 07.01.2014-06.04.2014). ხოლო 2014-2015 წლებში კი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მოიპოვა ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო პროექტი, #YS/40/10-170/14 „საწარმოო ნარჩენებიდან მიღებული მანგანუმშემცველი მასალების გამოყენების შესაძლებლობის შესწავლა ქიმიურად მელიორირებული ნიადაგის მიღების მიზნით“, რომელიც განახორციელა ვროცლავის გარემოს დაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტში, ნიადაგმცოდნეობის, მცენარეთა კვებისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტში. მარინე შავლაყაძე პარალელურად, ამავე უნივერსიტეტში ჩართული იყო პოლონურ საგრანტო პროექტში: „ნიადაგის ტიპების გავლენა პესტიციდების დეგრადაციაზე“, როგორც დამხმარე პერსონალი (6 თვის განმავლობაში) საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი იყო ირმინა ცვიელაგ-პიაშეჩკა. 2022 წლიდან მარინე არის ჩართული პოლონურ საგრანტო პროექტში „Water and wastewater management, wastewater re-use systems“, რომელსაც ხელმძღვანელობს ვროცლავის გარემოსდაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი კატარზინა პავესკა.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი