ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

პროგრამები
პროგრამა: საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამა
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნეს სამართლის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება:

ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდები მოიცავს: წერით გამოცდას ინგლისურ ენაში და ზეპირ გასაუბრებას (ინგლისურ ენაზე) საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში.

ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2 დონით, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელია, ალტერნატიულად: ა) შიდა გამოცდით, მინიმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში; ან ბ) საერთაშორისოდ აღიარებული ენის გამოცდების (IELTS, TOEFL ან Cambridge English Exam-ის) წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით (ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი ქულაა IELTS - 5.5-6.5; TOEFL iBT 72-94, Cambridge English Exam -160- 179); ან გ) საბაკალავრო საფეხურზე ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

პროგრამაზე ჩაირიცხებიან სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები.

პროგრამაზე მიღების გამოცხადების შემთხვევაში, გააქტიურდება ბმული, რომელიც მსურველებს საშუალებას მისცემთ იხილონ ინგლისური ენის გამოცდის ნიმუშები და გასაუბრების საგამოცდო საკითხები.

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ღრმა და სისტემური ცოდნა, შეძლებენ მის კრიტიკულ გააზრებას შედარებით კონტექსტში, დამოუკიდებელ კვლევას, კომპლექსური სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტას და შემდგომი პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვას.

საერთაშორისო ბიზნესის გლობალიზაციის კვალდაკვალ, პროგრამა ორიენტირებულია მისი სამართლებრივი რეგულირების საკითხების შესწავლაზე. აღნიშნულით პროგრამას წვლილი შეაქვს სფეროს განვითარებასა და ბიზნეს გარემოს სამართლებრივი რეგულირების გაუმჯობესებაში. პროგრამა საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს უპასუხონ გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო ბიზნესის წარმოების ტრანსნაციონალურ და მულტიდისციპლინურ  კონტექსტს, ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის აქტუალურ მოთხოვნებს.

კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ ყველა პოზიციაზე, სწავლის სფეროს გათვალისწინებით, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კვლევითი უნარების გამომუშავების შედეგად კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სწავლა განაგრძონ სადოქტორო საფეხურზე.

პროგრამის მიზანია შექმნას საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუდენტებსა და პროფესიონალებს.

სწავლის შედეგი:
შეჯამებული შედეგები
კურსდამთავრებულს ექნება:

ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:

პროგრამის კურსდამთავრებული:

  • აღწერს საერთაშორისო ბიზნესის წარმოების თანამედროვე რეგულირებას, რაც მოიცავს როგორც საერთაშორისო, ასევე, ეროვნულ სამართალს და მათი ურთიერთმიმართების საკითხებს, კანონმდებლობის განვითარების ტენდენციებს, გამოწვევებსა და ხარვეზებს, მათი სრულყოფისა და გადაწყვეტის ძირითად გზებს, უახლეს მნიშვნელოვან სასამართლო პრაქტიკას, რის საფუძველზეც კურსდამთავრებული შეძლებს პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტას;
  • აღწერს იურიდიული მეცნიერების აქტუალურ პრობლემებს, სამეცნიერო კვლევის თანამედროვე დარგობრივ მეთოდებს, აკადემიური პატიოსნების წესებსა და აკადემიური ეთიკის საკითხებს. ასევე, პროფესიული სამეცნიერო ტექსტების შექმნის ძირითად წესებსა და პრინციპებს;
  • აღწერს სამოსამართლო ეთიკის წესებს, მათ შორის, მოსამართლის საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხებსა და მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების თავისებურებებს; 
  • განსაზღვრავს შედარებითი სამართლის არსს და შედარებითსამართლებრივი მეთოდის გამოყენების დანიშნულებას, მათ შორის, ხსნის ევროკავშირის სამართლის გავლენის მნიშვნელობას ქართული სამართლის განვითარებაზე.

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

პროგრამის კურსდამთავრებული:

  • აფასებს სამართლებრივი შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებს, ამოიცნობს კომპლექსურ სამართლებრივ პრობლემებს ან საკანონმდებლო ხარვეზებს ბიზნეს სამართლის სფეროში და სამართლებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის (კანონმდებლობა და საკანონმდებლო სიახლეები, სასამართლო პრაქტიკა, დოგმატიკა და უახლესი სამეცნიერო შეხედულებები) პროფესიული განმარტების, სინთეზისა და ანალიზის საფუძველზე აყალიბებს მათი გადაწყვეტის ორიგინალურ გზებს, მათ შორის, განსაზღვრავს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ პოზიტიურ და ნეგატიურ შედეგებს;
  • ამოიცნობს საერთაშორისო ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკებს, განსაზღვრავს მათ აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად საჭირო ზომებს, განსაზღვრავს სამართლებრივი დავის გადაწყვეტის გზებს და გასცემს შესაბამის სამართლებრივ რჩევებს; 
  • განმარტავს და სამართლებრივი წერის ტექნიკის გამოყენებით ადგენს და/ან ცვლის სამართლებრივ და სხვა პროფესიულ დოკუმენტებს, მათ შორის, ხელშეკრულებებს, საქმის შეჯამებებს, სამართლებრივ მოსაზრებებსა და დასკვნებს;
  • ამოიცნობს ბიზნეს სამართლის სფეროში აქტუალურ სამართლებრივ პრობლემას, შეიმუშავებს მისი გადაწყვეტის სამეცნიერო გზებს, სამართლის აქტუალურ საკითხებზე გეგმავს სამეცნიერო-კვლევით პროცესს, ახდენს კვლევის უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, უცხოური სამართლებრივი საინფორმაციო რესურსებიდან, მიღებული პირველადი მონაცემების, რთული ან არასრული ინფორმაციის სისტემატიზაციას და აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით შეიმუშავებს სამეცნიერო კვლევით პროექტს/ნაშრომს;
  • ახდენს აკადემიურ, კომპლექსურ და პროფესიულ საზოგადოებასთან საკუთარი კვლევის შედეგების, დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე წერით და ზეპირ კომუნიკაციას, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:

პროგრამის კურსდამთავრებული:

  • დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს მომავალ სწავლებას, იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი, სხვების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე, ქმნის პირობებს საერთო გუნდური გადაწყვეტილების მისაღწევად;
  • იღებს სახელმძღვანელო მითითებებს კომპლექსური, არაპროგნოზირებადი ან მულტიდისციპლინური მასალისა თუ გარემოს სამართავად. მათ შორის, გეგმავს და მართავს სამუშაო დროს, შეიმუშავებს სტრატეგიულ მიდგომას კვლევასთან მიმართებით, ნაშრომის მოსამზადებლად; 
  • მონაწილეობს პროფესიული ცოდნისა და სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებაში, იყენებს სტრატეგიულ მიდგომებს და/ან პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ გზებს, ეხმარება კოლეგებს და უზიარებს მათ საკუთარ გამოცდილებას;
  • პატივს სცემს სამოსამართლო ეთიკის სტანდარტებს, მოსამართლის ღირებულებებით ასპექტებს (მიუკერძოებლობა, შეუვალობა, თანასწორობა, კომპეტენცია და გულისხმიერება) და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს აღნიშნული ღირებულებების განვითარებაში, მხარეთა ინტერესების სამართლიანად დაბალანსების უზრუნველსაყოფად;
  • აღიარებს და პატივს სცემს აკადემიური პატიოსნების წესებს, სამეცნიერო კვლევის ეთიკურ შედეგებს; 
  • გამოხატავს პატივისცემას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, აღიარებს დემოკრატიის პირობებში ბალანსის აუცილებლობას თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის.
შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+   A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B   B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E   E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX  FX ვერ ჩააბარა
<40   F  F ჩაიჭრა





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი