| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: |
უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის:
- საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნის მინიმუმ B1 დონეს (მაგ., IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert®, EnglishScore).
- ალტერნატიულად, შესაბამისი დოკუმენტი (როგორიცაა დიპლომი ან სერთიფიკატი), რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებელმა მიიღო განათლება ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მოქალაქისთვის:
- განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მიღებული სრული ზოგადი განათლება ან მისი ექვივალენტი უცხო ქვეყანაში ინგლისურ ენაზე.
- განმცხადებელს სრული ზოგადი განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს ნასწავლი უცხო ქვეყანაში და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი (მაგ. დიპლომი, სერთიფიკატი).
ან:
- ინგლისური ენის ზემოაღნიშნული დონის დადასტურება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, თავად დაწესებულების მიერ ორგანიზებული გამოცდის შედეგად. ეს გამოცდა უნდა მოიცავდეს წაკითხული ტექსტის მოსმენას, გააზრებას და ანალიზს და საუბარს, რათა დადგინდეს ინგლისური ენის ცოდნის დონე. მისაღები გამოცდა/ინტერვიუ ბიოლოგია-ქიმია-ფიზიკაში (ძირითადი საკითხები);
|
| პროგრამის მიზანი: |
საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის მიზანია მოამზადოს თანამედროვე სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის, კონკურენტუნარიანი, პროფესიული ცოდნისა და უნარების მქონე, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტი; პროგრამის მიზანია დიპლომირებული სტომატოლოგების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს სტომატოლოგიური მომსახურების დონის ამაღლებას, პირის ღრუს დაავადებების პრევენციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კურსდამთავრებულს ექნება პირის ღრუს ჯანმრთელობის მიმართულებით მედიცინის სფეროს (კლინიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) საბაზისო და სტომატოლოგიის სისტემური და ღრმა დარგობრივი ცოდნა, პირის ღრუს დაავადებებისას გამოვლენილი სიმპტომების ერთიან პათოგენურ პროცესთან კავშირის დანახვის უნარი, კომპლექსური მკურნალობის გეგმის დასაბუთებულად დასახვის უნარი, დაავადების მენეჯმენტის უნარი, ძირითადი მანუალური ჩვევები. ათვისებული ექნება სტომატოლოგიური კლინიკური უნარ-ჩვევები პროფესიული ეთიკური ღირებულებების გათვალისწინებით, სწავლისა და სწავლების, პროფესიული ზრდა-განვითარების, ანალიზისა და სინთეზის, გადაწყვეტილების მიღების უნარები, რაც საშუალებას მისცემს სწავლების შემდგომ საფეხურზე (რეზიდენტურა) კიდევ უფრო გაიმყაროს ცოდნა და უნარები და შესაბამისი სალიცენზიო გამოცდის ჩაბარების შემდგომ დასაქმდეს პრაქტიკოს ექიმად.
კურსდამთავრებულს ექნება უფლება დაიკავოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო პოზიციები სტომატოლოგიურ კლინიკებში. კერძოდ, მას შეუძლია იყოს: ა) სტომატოლოგიური პროფილის კაბინეტის/დაწესებულების უმცროსი ექიმი-სტომატოლოგი; ბ) სტომატოლოგიური პროფილის კაბინეტის/ დაწესებულების ექთანი; გ) სტომატოლოგიური პროფილის კაბინეტის/ დაწესებულების სტატისტიკურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი; კურსდამთავრებულს შეუძლია დაიკავოს ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა შესაბამის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე ჯანდაცვით ორგანიზაციებსა და სამედიცინო დაზღვევის განმახორციელებლ კომპანიებში (პოლიპროფილურ, სტომატოლოგიურ დაწესებულებებთან ურთიერთობის ფორმატში, სადაც უპირატესად წარმოდგენილია დაზღვეულთა სტომატოლოგიური სერვისების მართვისა და უზრუნველყოფის სხვადასხვა ასპექტი). ასევე მოამზადოს და ხელი შეუწყოს სტუდენტს სპეციალიზაციისა და სწავლის მომდევნო ეტაპებისათვის (რეზიდენტურის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები). ასევე, დაიკავოს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული პოზიციები. |
| სწავლის შედეგი: |
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
პროგრამის კურსდამთავრებული:
- აღწერს და განსაზღვრავს ადამიანის ორგანიზმში ნორმალურ და პათოლოგიურ მდგომარეობებში ქიმიურ, ბიოქიმიურ, მოლეკულურ, მიკრობიოლოგიურ და ჰისტოლოგიურ დონეზე მიმდინარე პროცესებს;
- ფლობს ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის ღრმა ცოდნას;
- ფლობს და წარმოაჩენს პირის ღრუს დაავადებებთან მჭიდრო კავშირში მყოფი კლინიკური მეცნიერებების თეორიების სისტემურ ცოდნას;
- განსაზღვრავს და განმარტავს ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ფორმირების, სისტემის მენეჯმენტისა და ფუნქციონირების, დაავადებების, პრევენციისა და მათი მართვის (სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები, ინფექციის კონტროლი და სხვა), ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ქცევების ცვლილებების ძირითად სისტემურ პრინციპებსა და თავისებურებებს;
- ფლობს კვლევის მეთოდების (ბიოსტატისტიკური და ეპიდემიოლოგიური) სისტემურ ცოდნას;
- განმარტავს და განიხილავს ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობისა და ეთიკური ასპექტების, პაციენტის უფლებებისა და საექიმო საქმიანობის ძირითად საკითხებს;
- ფლობს სტომატოლოგიური მეცნიერებების - თერაპირული სტომატოლოგია, ბავშვთა ასაკის სტომატოლოგია, ქირურგიული სტომატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, ორთოპედიული სტომატოლოგია, ორთოდონტია - ღრმა ცოდნას;
- განარჩევს და განსაზღვრავს სტომატოლოგიურ მასალას და მათ დანიშნულებას;
- ფლობს პირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტირების (ანამნეზის შეკრება, ფიზიკალური გამოკვლევების ჩატარება, შეფასება), მკურნალობის გეგმის დასახვის საკითხების და შესაბამისი კომპეტენციების გაათვალისწინებით მკურნალობის მეთოდების შესახებ სისტემური ცოდნას;
- განსაზღვრავს და ჩამოთვლის მანიპულაციებს (ვენეპუნქცია, კანზე და ლორწოვანზე ნაკერის დადება, კანქვეშ და კუნთში ინექციის გაკეთება, წამლის ინტრავენურად შეყვანა, კბილის ექსტრაქცია, კბილის პრეპარირება, კბილის არხის დაბჟენა, კბილის რესტავრაცია და ა. შ.);
- ფლობს ნამკურნალები პაციენტის კონტროლისა და მკურნალობის შედეგების შენარჩუნების მენეჯმენტის სისტემურ ცოდნას;
- სისტემური ცოდნის საფუძველზე ახდენს ახდენს წამლების ძირითადი ჯგუფების კლასიფიცირებას, მათი მოქმედებისა და ურთიერთქმედების მექანიზმების გათვალისწინებით;
- ფლობს დაავადებათა ძირითადი დიაგნოსტიკური და სამკურნალო-პროფილაქტიკური პრინციპებისა და მეთოდების, სამედიცინო ჩანაწერების თავისებურებების ცოდნას;
- აცნობიერებს ჯანდაცვითი და არასამედიცინო დარგების/სფეროების რაობასა და გამოყენებით მნიშვენლობას პროფესიულ საქმიანობაში;
- ფლობს სამედიცინო ფსიქოლოგიის, სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის საფუძვლების (ბუნებრივი და პრეფორმირებული, ფიზიკური ფაქტორების, ორგანიზმზე ზემოქმედების ბიოფიზიკური მექანიზმები და ა.შ.) ცოდნას;
უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:
პროგრამის კურსდამთავრებული:
- აორგანიზებს თერაპიული, ორთოპედიული, ქირურგიული სტომატოლოგიის, იმპლანტოლოგიის, ასევე, ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კომპეტენციების გათვალისწინებით პირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტიკას, პრევენციას, მკურნალობასა და მართვას სხვადასხვა პროფილის თანმხლები მწვავე და ქრონიკული დაავადებების სპეციფიკის გათვალისწინებით;
- გეგმავს და ახორციელებს პირის ღრუს ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისათვის ეპიდემიოლოგიური კვლევის მეთოდების გამოყენებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ძირითად და ალტერნატიულ ღონისძიებებს;
- იყენებს მეთოდურ რეკომენდაციებს და პროტოკოლებს ახალ გარემო-პირობებში შესაბამისი კლინიკური გამოკვლევებისა და პროცედურების ჩატარების, აპარატურის გამოყენების, წამლების ჯგუფების, სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების, სპეციალიზირებული მომსახურების შერჩევის მიზნით.
- იყენებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევის შედეგებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- კრებს ანამნეზს, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის ძირითადი ფუნქციური მაჩვენებლების გათვალისწინებით ახდენს ძირითადი და თანმხლები დაავადებების დიაგნოსტიკას და დიფერენციალურ დიაგნოსტიკას;
- იკვლევს ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით;
- აწარმოებს პაციენტის მონაცემთა რეგისტრაციას, ჩანაწერთა ფორმირებას და შენახვას პროტოკოლების შესაბამისად;
- უზრუნველყოფს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
- უზრუნველყოფს სამედიცინო მანიპულაციებს (კანის დისექცია, ჩირქოვანი აბსცესის დისექცია, ვენეპუნქცია, კანზე და ლორწოვანზე ნაკერის დადება, კანქვეშ და კუნთში ინექციის გაკეთება, წამლის ინტრავენურად შეყვანა, კბილის ექსტრაქცია, კბილის პრეპარირება, კბილის არხის დაბჟენა, კბილის რესტავრაცია და სხვა) და პროცედურებს (დრენაჟის გაკეთება და სხვა);
- უსაფრთხოდ იყენებს სამკურნალო საშუალებებს;
- კრიტიკულად აანალიზებს პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემურ საკითხებს, ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას და არასრულ და/ან წინააღმდეგობრივი მონაცემების პირობებში, აყალიბებს შესაბამის დასკვნას;
- აგროვებს, აანალიზებს, და აგენერირებს პირის ღრუსთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ თუ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მონაცემებს მედიცინის უახლეს მიღწევებზე დაფუძნებით და შეიმუშავებს და ასაბუთებს შესაბამის რეკომენდაციებს;
- აანალიზებს და აფასებს დიაგნოსტიკურ მეთოდებსა და აპარატურასთან დაკავშირებული ბიოფიზიკური ფაქტორების პოტენციურ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე;
- ახდენს მტკიცებულებაზე დაფუძნებული წინადადებების, გადაწყვეტილებების, მოსაზრებების, დასკვნების, ანგარიშებისა და რეკომენდაციების ზეპირი და წერითი (მ.შ. ელექტრონული) ფორმით ინგლისურ ენაზე წარდგენას აკადემიურ, პროფესიულ და არაპროფესიულ წრეებში;
- ახდენს პაციენტების და პაციენტების ახლობლების, კოლეგების, დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას პირის ღრუს ჯანმრთელობასათან დაკავშირებულ საკითხებში;
- მართავს პროფესიულ კრიტიკულ სიტუაციებს;
- უზრუნველყოფს პირის ღრუს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მედიცინის სხვა უახლესი თემატური საკითხების შესწავლას და დამოუკიდებლად ათვისებას;
- პაციენტთან და კოლეგებთან აწარმოებს ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, იცავს პაციენტის უფლებებს.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:
- თანმიმდევრულად აფასებს საკუთარი სწავლის პროცესს;
- ადგენს სტომატოლოგიის სპეციალობებში შემდგომი სწავლის საჭიროებებს;
- ითვალისწინებს პროფესიული ეთიკის ნორმებს;
|