ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

პროგრამები
პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება (ქართ)
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის მოცულობა: 0
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: • სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატს, ან საზღვარგარეთ ინგლისურენოვან ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში/დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი საბუთს ან წარმატებით ჩააბარებენ (მინიმალური ბარიერი 70%) საქართველოს უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები B2 (Intermediate) დონის შესაბამის ინგლისური ენის გამოცდას. • სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან ის პირები, რომელთაც საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურზე მიღებული აქვთ აკადემიური ხარისხი სოციალურ ან ბიზნესის მეცნიერებებში, ანდა გავლილი აქვთ სხვადასხვა ტრენინგები ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და უდასტურდებათ მენეჯრულ პოზიციაზე მუშოაბის გამოცდილება. • პროგრამაზე მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს სადოქტორო თემის კონცეფცია (კვლევის საგანი, საკვლევი საკითხის აღწერა და საკითხის მნიშვნელობის დასაბუთება, მომავალი კვლევის მეთოდები) და არსებობის შემთხვევაში, სამაგისტრო ნაშრომი. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. • IELTS – მინიმალური ქულა 6.5. • PTE General – მინიმალური დონე B2. • FCE – მინიმალური დონე B. • CPE – საკმაირისია ჩაბარება. • CAE – საკმარისია ჩაბარება სკოლის საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს: • სადოქტორო ნაშრომის კონცეფციისა და თემატიკის შესაბამისობას სკოლის სამეცნიერო თემატიკასთან და რესურსთან.
პროგრამის მიზანი:
  • ბიზნესის ადმინისტრირებაში  ფართო პროფილის მკვლევარი-მეცნიერის მომზადება  დარგში ახალი ცოდნის შექმნის, გადაცემის, პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, რომელიც თავსებადია საერთაშორისო და ქვეყნის მოთხოვნებთან;
  • ახალი ცოდნის შექმნასთან ერთად პროგრამის მიზანია, დოქტორანტა გამოუმუშაოს და განუვითაროს პედაგოგიური უნარები.
სწავლის შედეგი:
შეჯამებული შედეგები
კურსდამთავრებულს ექნება:

სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • ბიზნესის მართვის სფეროს უახლესი მიღწევების ცოდნის ხელახალი, სისტემური და კრიტიკული გააზრება
  • თანამედროვე ტენდენციებისა და თეორიების ცოდნის განზოგადება, რაც საშუალებას მისცემს დამოუკიდებელად მოახდინოს მუშაობა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით არსებული ლიტერატურის კვლევის დროს, რომელსაც შემდგომ გამოიყენებს აკადემიურ პროცესში და რეალურ ბიზნესგარემოში;
  • ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში სასწავლო-პედაგოგიური საქმიანობის წარმართვა და სწავლების უახლესი მეთოდების გამოყენება;
  • სამეცნიერო კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება, რაც გულისხმობს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით კვლევისთვის საჭირო მეთოდოლოგიის არჩევას, საკუთარი საკვლევი საკითხის მოდელებისა და მეთოდოლოგიის განვითარებას, კვლევის მიზნების ან/და ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას, კვლევაში რაოდენობრივი თუ თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებას და  მონაცემების დამუშავებას ICT უნარების გამოყენებით, ეთიკური ღირებულებების გათვალისწინებით,  რაც ახალი ცოდნის შექმნაზე იქნება ორიენტირებული და საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში აისახება;
  • საკუთარი ხედვის ჩამოყალიბება და ანალიზი, რომელიც ეფუძნება ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას, მოძიებული ლიტერატურის და მეცნიერული ნაშრომების კრიტიკულ გააზრებას, საზოგადოებასა და ბიზნესში არსებული პრობლემების შესახებ დასაბუთებული დასკვნის გაკეთებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბების მიზნით;
  • სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების, აკადემიური სტანდარტების დაცვით დამუშავების, კრიტიკული ანალიზის და რეფერირების საფუძველზე ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი;
  • კვლევის განხორციელების პროცესში წამოჭრილი ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება;
  • პროექტის საჭიროებათა იდენტიფიკაცია და კვლევა, ასევე ინოვაციური, კვლევითი, პროფესიული და კომერციული პროექტის დამოუკიდებლად  პროექტის მართვის ინოვაციური მეთოდებით, უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით და   ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდების საშუალებით;
  • კვლევით ნაშრომში ასახულ საკვლევ საკითხთან დაკავშირებით პროფესიულ და სამეცნიერო საზოგადოებაში დისკუსიაში ჩართვა და საკუთარი აზრების ეთიკურად დასაბუთება;
  • რეფერირებად/რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალების მოთხოვნების შესაბამისად ბიზნესის სფეროსთან დაკავშირებული საკვლევი საკითხის ირგვლივ არსებული საკუთარი დასაბუთებული მოსაზრებების ფორმირება და პუბლიკაცია.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი