10 November 2026
UG რექტორის ღია კარის დღე
საქართველოს უნივერსიტეტი, UG next, პროექტის ფარგლებში, აბიტურიენტებს, მეთერთმეტე და მეათე კლასელებს, საქართველოს უნივერსიტეტში გიწვევთ UG რექტორის, კონსტანტინე თოფურიას ღია კარის დღეზე.
შეხვედრაზე გაიგებთ:
- როგორია სასწავლო გარემო და სტუდენტური ცხოვრება UG-ში;
- რა შესაძლებლობებს გთავაზობთ გაცვლითი და საერთაშორისო პროგრამები;
- რას გულისხმობს ინოვაციური სწავლების მოდელი;
- რა პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებთ ლაბორატორიებსა და პროექტებში;
- როგორ გეხმარებათ უნივერსიტეტი კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში.
- რექტორთან შეხვედრის შემდეგ, შეგიძლიათ შეუერთდეთ UG კამპუსის ტურს.
ღია კარის დღეზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია: https://ug.edu.ge/ge/ugnext
დრო: 30 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, მ. კოსტავას 77ა, N519 საკონფერენციო აუდიტორია