UG ინოვატორი - ინოვაციური კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
საქართველოს უნივერსიტეტი და UG Startup Factory იწყებენ მასშტაბურ საგანმანათლებლო-სამეწარმეო პროექტს - UG ინოვატორი, რომელიც მიზნად ისახავს თბილისში აკრედიტირებული საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებში ინოვაციური, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული და სამეწარმეო აზროვნების განვითარებას.
UG ინოვატორი არის 8-კვირიანი პროგრამა, რომელიც აერთიანებს სწავლას, მენტორინგს, კონკურსს და საბოლოო დემო დღეს. პროექტი შესაძლებლობას აძლევს X–XII კლასის მოსწავლეებს შექმნან საკუთარი ინოვაციური იდეები, იმუშაონ რეალურ პრობლემებზე, წარმოადგინონ გადაწყვეტები პროფესიული ჟიურის წინაშე და მოიგონ 10 000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან ფულადი ჯილდო:
შექმენი მეტი!