ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

Coca-cola
30 September 2025

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის

გაქვთ შანსი, ჩაერთოთ ყველაზე ინოვაციურ პროექტში Coca cola Talents.

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და ერთად დავიწყოთ თქვენი წარმატების ისტორია: forms.gle

Coca cola Talents – ეს არის მენტორინგის, სტაჟირების და განვითარების, დასაქმების უპრეცენდენტო პროგრამა კოკა კოლაში 3 მთავარი მიმართულებით:

  1. გაყიდვები
  2. მარკეტინგი
  3. ფინანსები/ანალიტიკა

პროექტი სრულად აგებულია მენტორინგის პრინციპზე და მოიცავს შეხვედრებს კომპანიის წარმატებულ თანამშრომლებთან, მენტორინგს, რჩევებს, გამოცდილების გაზიარებას, სტაჟირებასა და დასაქმებას.

კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან კომპანიაში დასაქმდებიან.

წელს პირველად დაემატება Coca Cola Talents – რეგიონი

Coca Cola Talents – სტაჟირებისა და განვითარების პროექტი რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მისცემს შანსს სტაჟირება გაიარონ და გამოცდილება დააგროვონ რეგიონებში მდებარე კოკა-კოლას სხვადასხვა ფილიალში.

მონაწილე რეგიონები:

  • აჭარა
  • იმერეთი
  • სამეგრელო
  • კახეთი

როგორ მივალთ დასაქმებამდე:

  • აპლიკაციების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგად სამივე მიმართულებაში პროგრამის მონაწილეები შეირჩევა;
  • თითოეული მიმართულების მენტორები კანდიდატებს მისცემენ დავალებას;
  • შერჩეული კანდიდატები ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში,, 3-6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებისა და მენტორინგის პროგრამას გაივლიან.
  • სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კომპანიაში დასაქმდებიან.

ვისთვის არის განკუთვნილი Coca-Cola Talents?

Coca-Cola Talents – ში მონაწილეობა შეუძლიათ კურსამთავრებულებს ან მეოთხე კურსის სტუდენტებს. მათ ვინც კარიერას ამ სამი მიმართულებიდან ერთ-ერთში გეგმავს, ვისაც სწავლა-განვითარება და დასაქმება სურს.

მნიშვნელოვანია:

  1. უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური B2+ დონეზე;
  2. Excel-ის კარგი ცოდნა;
  3. სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა;
  4. დამუშავებული მონაცემების მარტივად და ლოგიკურად ახსნის უნარი მენეჯმენტისთვის.

პიროვნული თვისებები:

  1. დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებული;
  2. ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  3. ყურადღებიანი;
  4. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  5. დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
  6. ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
  7. შედეგებზე ორიენტირებული;
  8. სწრაფად მუშაობის უნარი.

რა ბენეფიტებს მივიღებ პროექტში მონაწილეობით:

  1. საერთაშორისო ბრენდში გამოცდილების მიღება.
  2. ანაზღაურებადი სტაჟირება;
  3. დასაქმების შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  1. საინტერესო დავალებებს და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.
  2. წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარებას;
  3. სიღრმისეული ფუნქციონალურ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.

არ გაუშვათ შანსი, გაიაროთ სტაჟირება და დასაქმდეთ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიაში.  შეგიძლია ისწავლო, განვითარდე გაიგო როგორ იმართება ბიზნესი განვითარებულ კომაპნიაში!

მაშ ასე, შექმენი შენი განვითარების გზა კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში “!

გახდი ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას,, სტაჟირების პროგრამის მონაწილე სხვადასხვა მიმართულებით და საერთაშორისო გუნდთან ერთად ჩამოყალიბდი პროფესიონალად !

კოკა-კოლა ნდობას და ხარისხს წლებია არ კარგავს და გამარჯვების სიმბოლოა. გაიმარჯვეთ თქვენც!

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი