ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

დიჯიტალ სერვისების ოფიცერი-საქართველოს ბანკი

14 August 2026
შესაძლებლობა, რომელიც მხოლოდ შენს უნივერსიტეტში გელოდება!
 
საქართველოს უნივერსიტეტი × საქართველოს ბანკი
 
საქართველოს უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, გიზიარებთ შესაძლებლობას, გახდე საქართველოს ბანკის გუნდის წევრი და დაიწყო შენი კარიერული გზა ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ორგანიზაციაში.
 
დიჯიტალ სერვისების ოფიცერი — თბილისი
 
ვაკანსია განკუთვნილია:
საქართველოს უნივერსიტეტის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
 
თუ გსურს მიიღო რეალური სამუშაო გამოცდილება, განავითარო პროფესიული უნარები და იმუშაო თანამედროვე, დინამიკურ გარემოში — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
 
გადადგი შენი კარიერის შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ბანკთან ერთად!
 
პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:
  • ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
  • გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
  • გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;
  • ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.
 
კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:
  • გაეცნო საქართველოს ბანკის პროცესებსა და პროდუქტებს;
  • შეხვდე, დაეხმარო და კონსულტაცია გაუწიო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს დისტანციური არხებით ოპერაციების შესრულებაში;
  • გააცნო და შესთავაზო მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტები და ამ პროდუქტების დისტანციური არხებით გააქტიურება და გამოყენება;
  • უზრუნველყო მომხმარებელთა რიგების მართვისა და გადამისამართების პროცესი;
 
Საქართველოს ბანკი გთავაზობთ:
  • სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს ხელზე ასაღებ 700 ლარს + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
  • ანაზღაურებად 2 - კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს - სტანდარტულ სერვისცენტრში;
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
  • განვითარების შესაძლებლობას: 6 თვემდე პერიოდში გექნება შესაძლებლობა დაწინაურდე, როგორც ფილიალის სხვა პოზიციებზე - ასევე შენი უნარების შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით ბანკის სხვადასხვა მიმართულებით
 
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე
 
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/dijital-servisebis-opiceri-tbilisi-tbilisi-CrmSXe?source=University 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
 E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
 
 
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი