ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

E-commerce-TP საქართველო

16 April 2026

გსურთ გახდეთ TP საქართველოს (ყოფილი Majorel) გუნდის წევრი?

თუ ფლობთ გერმანულ ენას, გაეცანით ქვემოთ მითითებულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი განაცხადი.

TP წარმოადგენს გლობალურ ლიდერს ციფრული ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში (Digital Business Process Outsourcing).

კომპანია აერთიანებს 500,000-ზე მეტ თანამშრომელს 170-ზე მეტ ქვეყანაში და სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მსოფლიოს წამყვან ბრენდებს.

TP საქართველო გთავაზობთ საერთაშორისო სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარების შესაძლებლობებსა და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო პირობებს.

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • სატელეფონო და წერილობითი მომხმარებელთა მოთხოვნების (Inbound) დამუშავება
  • მომხმარებელთა კონსულტირება და საკითხების სრულყოფილი გადაჭრა
  • მომხმარებელთა მონაცემების შევსება და განახლება შესაბამის სისტემებში

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია

  • გერმანული ენის კარგ (B2) დონეზე ფლობა (საუბარი და წერა)
  • მომხმარებელზე და სერვისზე ორიენტირებული მიდგომა
  • ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • კარგი კომპიუტერული ცოდნა
  • გუნდურობაზე ორიენტირებული, კრეატიული და მოტივირებული მიდგომა
  • მზადყოფნა ცვლებსა და შაბათ-კვირას სამუშაოდ

ჩვენ გთავაზობთ

  • ანაზღაურება: 2300 ლარი (დარიცხული) + ყოველთვიური ბონუსი + ანაზღაურებადი 2 კვირიანი მოსამზადებელი ტრენინგი
  • რელოკაციის წლიური ბონუსი 2,500 ლარი (დარიცხული) — ბონუსი განკუთვნილია იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც დასაქმების ადგილიდან (ამ შემთხვევაში ქუთაისი) 60კმ-ის დაშორებით ცხოვრობენ და გეგმავენ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას
  • სასტარტო ბონუსი: 1000 ლარი
  • დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა
  • სამუშაო გარემო, რომელიც დაფუძნებულია ნდობაზე, მხარდაჭერასა და ღია კომუნიკაციაზეექვსთვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
  • პრემიუმ სამედიცინო დაზღვევა თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის
  • სპორტული და გამაჯანსაღებელი პროგრამები: იოგა, პილატესი, პადელი, ჯირითი, ხმის თერაპია, FIFA- ს და მაგიდის ტენისის ტურნირები, ლაშქრობები და სხვა აქტივობები
  • მენტორინგის პროგრამა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები
  • გვიანი ცვლის შემდეგ ტრანსპორტის უზრუნველყოფა
  • საერთაშორისო კომპანიაში კარიერული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობები
  • თანამშრომელთა რეკომენდაციის (რეფერალი) ბონუსი
  • თანამედროვე, კომფორტული და ცენტრალურ უბნებში მდებარე ოფისი, მოსასვენებელი და გასართობი ზონებით.

თუ აღნიშნული შეთავაზებით დაინტერესდებით, გთხოვთ, გერმანულ ენაზე გამოგვიგზავნოთ თქვენი განაცხადი არაუგვიანეს 29 აპრილი, 2026-ისა.განაცხადის გასაგზავნად დააჭირეთ ღილაკს:

https://tp-georgia.softgarden.io/job/63982013?l=de

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი