ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი-Nexia Georgia Solutions

3 June 2026
კომპანია Nexia Georgia Solutions აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.  
 
Ფუნქცია-მოვალეობები:  
 
• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;  
• პოტენციური კლიენტებისათვის Nexia Georgia Solutions-ის პროგრამების/სერვისების
გაცნობა და მათთვის შესაბამისი შეთავაზების მომზადება;  
• შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება;  
• არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა/განახლება;  
• გაყიდვების რეპორტინგის წარმოება. 
 
Მოთხოვნები:  
 
• მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• სასურველია რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე (B2) ცოდნა;  
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;  
• გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;  
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;  
• გუნდური მუშაობის უნარი.  
 
სამუშაო პირობები:
 
• სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის 12, „King David”
• სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, ნაწილობრივ დისტანციური, 10:00-19:00  
• ანაზღაურება: ფიქსირებული გამოცდილების მიხედვით + საბონუსე სქემა
 
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. Ფოსტაზე: hr@nexia.ge  წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „გაყიდვების მენეჯერი “. 
 
კომპანია Nexia Georgia Solutions ნერგავს თანამედროვე ERP და CRM პროგრამებს საქართველოს ბაზარზე.  
 
კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს პროგრამული უზრუნველყოფის ხელმისაწვდომობის ზრდასა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებას. Nexia Georgia Solutions-ის დახმარებით უამრავმა კომპანიამ გააციფრულა ყოველდღიური სამუშაო პროცესი.
 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.

აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი