ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

ICR-ის სტაჟირების პროგრამა კომერციული განვითარების მიმართულებით
16 September 2025

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის

ICR-ის სტაჟირების პროგრამა კომერციული განვითარების მიმართულებით

„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია შპს „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio ფეხსაცმლის გალერეა, Laboratoria ფეხსაცმლის გალერეა, Replay, Au Lab, Corso Italia, Scarpeira, Okaidi და Jacadi. დღეისათვის კომპანია მართავს 50-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში.

ვაცხადებთ 1 წლიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას კომერციული განვითარების მიმართულებით.
სტაჟიორი მხარს დაუჭერს მარაგების მართვის სისტემის სწორ ფუნქციონირებას და იმუშავებს ბრენდის ჭრილში მაღაზიების სასაქონლო მარაგების ეფექტიან გადანაწილებაზე; მოამზადებს გაყიდვების ანალიზს და სამუშაო პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით ითანამშრომლებს სხვადასხვა გუნდებთან.

სტაჟირებისათვის საჭირო უნარები:

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;

  • MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა.

რას გთავაზობთ:

  • „აი სი არ ტრეიდის“ პროფესიონალთა გუნდთან ერთად ბიზნეს პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;

  • წარმატებული კარიერის შესაქმნელად აუცილებელი კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობასა და პროფესიულ კავშირებს;

  • სამუშაო პროცესში სწავლებას: პერსონალური განვითარების გეგმა, უკუკავშირი და პროფესიონალ მენტორებთან მუშაობის საშუალება;

  • 1 წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას;

  • სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში), სალექციო საათების გათვალისწინებით;

  • თვიურ ანაზღაურებას — 1000 GEL Gross.

პროგრამის დასრულების შემდეგ საუკეთესო სტაჟიორებს დასაქმების შეთავაზება ექნებათ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა — 21 სექტემბერი, 2025.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მათი დამუშავება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

რეზიუმეს გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ ბმულზე:
შეავსეთ ფორმა

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge

Tel: +995 511 30 27 47.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი