საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში ერთერთ საერთაშორისო საბუღალტრო და საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც ნერგავს ERP და CRM პროგრამებს, გაყიდვების მიმართულებით სტაჟიორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
• პოტენციური კლიენტებისათვის პროგრამების/სერვისების გაცნობა და მათთვის შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
• შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება;
• არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა/განახლება;
• გაყიდვების რეპორტინგის წარმოება.
მოთხოვნები:
• სასურველია რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე (B2) ცოდნა;
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
• გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
• სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
• სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, ნაწილობრივ დისტანციური.
• ანაზღაურება: ანაზღაურებადი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა