საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ მსხვილ ბანკში არარეზიდენტი სტუდენტების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე ნახევარ განაკვეთზე.
ძირითადი ამოცანები:
-
არარეზიდენტ სტუდენტებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების გაცნობა და პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება;
-
პოტენციური კლიენტების მოზიდვა და იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის განხორციელება;
-
საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღება, გადამოწმება, აღრიცხვა და შესაბამისი პროცედურების დაცვა;
-
სტუდენტების სისტემებსა და ციფრულ არხებში რეგისტრაციისა და სრული ონბორდინგის მხარდაჭერა, მათ შორის საბანკო ანგარიშისა და ბარათის შეკვეთის პროცესში დახმარება;
-
კლიენტების მონაცემების განახლება, საჭირო საკითხების შესაბამის გუნდებთან ესკალაცია და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტა.
რას გთავაზობთ?
-
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
-
საჭირო გადამზადებასა და პროფესიულ მხარდაჭერას;
-
რეალურ სამუშაო გამოცდილებას თანამედროვე საბანკო და ტექნოლოგიურ გარემოში;
-
კონკურენტულ და ზრდად ფიქსირებულ ანაზღაურებას;
-
ჯანმრთელობის დაზღვევას, სპეციალურ შეთავაზებებს
-
მუდმივი სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა