ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

ქოლ-ცენტრის ოპერატორი-„ნიუ ვიჟენ დაზღვევა“

27 April 2026
ს.ს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურში„ქოლ-ცენტრის ოპერატორის“ პოზიციაზე .
 
Პოზიცია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
სტრუქტურული ერთეული: საინფორმაციო სამსახური
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ე. მიქელაძის 1ბ
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00 ან 09:00 – 18:00 სთ. (სტუდენტებისათვის სწავლის გრაფიკზე მორგებული)
Ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი 800-1000 (NET) ლარი (განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად) დამატებით, გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ, დასაქმებული ჩაერთვება საბონუსე სისტემაში
 
ფუნქცია მოვალეობები: 
✓ საინფორმაციო სამსახურში შემოსული ზარებისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა (მათ შორის, დაზღვეულისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბინაზე ექიმისა და ლაბორატორიის, 24 საათიანი ავტო ასისტანსის გამოძახება) და საჭიროების შემთხვევაში, გადამისამართება;
✓ დაზღვეულებისა და/ან ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პაციენტებისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევის მიზნით, „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სამსახურებსა და პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობა/კომუნიკაცია
✓ შემომავალი ზარების მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის, ჩავარდნილი ზარების იდენტიფიცირება და უკუკავშირის უზრუნველყოფა
✓ შემოსული ზარების შედეგად მოწოდებული ინფორმაციისათვის სათანადო მსვლელობის მიცემა, ოფიციალური ელ-ფოსტის, სამსახურებრივი პორტალის და/ან შიდა პროგრამის საშუალებით;
✓ საჭიროების შემთხვევაში, სოციალური ქსელების საშუალებით შემოსულ შეტყობინებებზე უკუკავშირის დაბრუნება და/ან შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
✓ საინფორმაციო სამსახურის საშუალებით, მომხმარებელთა პრეტენზიების და კმაყოფილების დაფიქსირება და შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
✓ საინფორმაციო სამსახურის ოფიციალური ელ-ფოსტის და პირადი მეილის მუდმივი კონტროლი და შესაბამისი უკუკავშირის უზრუნველყოფა;
✓ „ნიუ ვიჟენ დაზღვევაში“ და „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ არსებული სამუშაო პრინციპების/გაიდლაინების მუდმივი მონიტორინგი და მომსახურების გაწევისას, აღნიშნული პრინციპების გათვალისწინება.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
აუცილებელი:
 
✓ უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
✓ Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
✓ ინგლისური ენის მომხმარებელთან საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
 
სასურველი:
 
✓ განათლება სასურველია, სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის, სტომატოლოგიის და სხვა მომიჯნავე სპეციალობების მიმართულებით;
✓ რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
✓ სადაზღვევო სფეროში ან ქოლ-ცენტრის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
 
კომპეტენციები და უნარები:
 ✓ დეტალებზე ორიენტირებულობა;
✓ გუნდური მუშაობის უნარი;
✓ სტრესულ, ფორსმაჟორულ სიტუაციასთან გამკლავების უნარი;
✓ დროის ეფექტურად მართვის უნარი;
✓ კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
✓ გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
 
ჩვენ გთავაზობთ: 
✓ მეგობრულ და თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს (მოკლე სამუშაო პარასკევი დღე, დამატებით უქმე დღე (day off) დაბადების დღეზე);
✓ კორპორატიულ სარგებელს (benefits) (ჯანმრთელობის დაზღვევისა და Fitpass შეთავაზება);
✓ კორპორატიული კულტურის განვითარებისა და გუნდში ინტეგრაციისათვის სხვადასხვა ორგანიზაციულ აქტივობებს;
✓ კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას (ჰორიზონტალური და ვერტიკალური კარიერული გადაადგილება).
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: vacancy@nvi.ge და „SUBJECT“ ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „ქოლ-ცენტრის ოპერატორი“
 
 
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი