საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ წამყვან ფინანსურ კომპანიაში, მკვლევარის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ბაზებიდან მონაცემების მოძიებას, გადამოწმებასა და სტრუქტურირებულ დამუშავებას.
ძირითადი მოვალეობები:
-
ღია და სპეციალიზებული წყაროებიდან, ციფრული ბაზებიდან და სოციალური მედიიდან საჭირო მონაცემთა მოძიება და დამუშავება;
-
მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, გაანალიზება და სტრუქტურირებული ანგარიშების მომზადება;
-
მონაცემებს შორის ფარული კავშირებისა და კანონზომიერებების გამოვლენა;
-
ინფორმაციის მოძიების პროცესში საქართველოს კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
ანალიტიკური აზროვნება, კომპლექსური მონაცემების გაანალიზებისა და ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარი;
-
საძიებო სისტემების, მონაცემთა ბაზებისა და ონლაინ ინსტრუმენტების სიღრმისეული ფლობა;
-
დეტალებზე ორიენტირებულობა;
-
მოპოვებული მონაცემების ზუსტი აღრიცხვა და მოწესრიგება;
-
გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ #49/49 ბ;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი,10:00 -18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა