ჩვენი პროდუქტის კონტენტის განვითარებისთვის, ვეძებთ საგანმანათლებლო კონტენტ მენეჯერს / ლინგვისტს, რომელიც იმუშავებს ჩვენს გუნდთან ერთად პროდუქტის კონტენტის განვითარებაზე.
ძირითადი სამუშაო:
- აპლიკაციის საგანმანათლებლო კონტენტის შექმნა (აპლიკაციაში არსებული სავარჯიშოები)
- არსებული კონტენტის გაუმჯობესება
- პროდუქტის გუნდთან ერთად აპლიკაციის გაუმჯობესებაზე მუშაობა
შენ მოგაქვს:
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
- განათლება ლინგვისტიკის, ფილოლოგიის ან მსგავსი მიმართულებით
- პედაგოგიური გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
რატომ უნდა შემოგვიერთდე:
- გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის
- გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება
- მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი
დამატებითი ინფორმაცია:
- ადგილმდებარეობა: Remote
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
- ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
Talkpal არის EdTech სტარტაპი, 8 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
რეზიუმეს გასაგზავნად ეწვიეთ ბმულს:
https://talkpal.zohorecruit.com/jobs/Careers/849256000000565227/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98?source=CareerSite