ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

16 April 2026
თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სამმართველოს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ორგანიზაცია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
განცხადების ბოლო ვადა
16.04.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
ფუნქციები
- კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განახლება/დახვეწის პროცესებში მონაწილეობა;
- სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან, კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან/საწარმოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა;
- კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროების სხვა ქვეყნების პოლიტიკის ანალიზი, საუკეთესო უცხოური პრაქტიკის მოკვლევა და საინტერესო მიგნებების საქართველოს პრაქტიკაში დანერგვისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
- გლობალურ ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებში ინტეგრირებისათვის სათანადო ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;
- ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებში მოწინავე ტექნიკის/ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;
- ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზის, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირების პროცესში მონაწილეობა
ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების/საშუალებების, ინფორმატიზაციის განვითარების სრულყოფა/ფუნქციონირების კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
- ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ჰარმონიზებული საერთაშორისო სტანდარტების ჩამონათვალის შედგენა/დანერგვაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონული სერვისების, ელექტრონული კომერციის, ინტერნეტკონტენტის განვითარების სტრატეგიის, პრიორიტეტების, პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განსახორციელებლად შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
- საინფორმაციო საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ფორმირების და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;
- ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე დამკვიდრების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა;
- ელექტრონული კომუნიკაციების მაგისტრალების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა;
- ინოვაციების, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების განვითარების კონცეფციის/სტრატეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება/მონიტორინგში მონაწილეობის მიღება
- საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიური ქსელების ფუნქციონირების კოორდინაციაში მონაწილეობა;
- ნუმერაციის ეროვნული სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა;
- გეოსტაციონალურ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური თავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება/განხორციელებაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარება/სრულყოფის, ქვეყანაში ექსპორტზე ორიენტირებული საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების გაჩენის ხელშეწყობისათვის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროდუქტების კომერციალიზაციის ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, სტრატეგიებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში და პროგრამების შემუშავება/განხორციელებაში;
- ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული მითითებებისა და რეკომენდაციების ანალიზი;
- ქვეყანაში მიმდინარე ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს პროექტების განხორციელების მონიტორინგში მონაწილეობა;
- ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარების შესაძლებლობების კვლევა/პროექტების ინიცირება;
- დარგობრივი თათბირების, შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების მომზადებასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
- სამმართველოდან გამავალი შიდა და გარე კორესპონდენციის პროექტების მომზადება;
- სამინისტროს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციების და ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკონკურსო თემატიკა
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი;
  • ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70  დადგენილება.

დამატებითი მოთხოვნები

ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის, ეკონომიკის, სამართალმცოდნეობის ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით;
ბ) სამართლის, ეკონომიკის ან/და კავშირგაბმულობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) სასურველია კანონპროექტებზე მუშაობის ან/და ეკონომიკური ანალიზის მიმართულებით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.

კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზეhttps://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/98543?active=1

 კონკურსში მონაწილეობისთვის სავალდებულო პირობაა  საკონკურსო განაცხადი  2026 წლის 16 აპრილის ჩათვლით  აიტვირთოს  მთავრობის ადმინისტრაციის დასაქმების ვებგვერდზე -  https://vacancy.hr.gov.ge .

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.

 აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი