შპს "იუჯი ლიმესი რობოტექნიკის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
UG limes რობოტექნიკის აკადემია არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც ანხორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს რობოტიკაში და პროგრამირებაში. მსმენელები მიიღებიან პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით.
ძირითადი მოვალეობები:
· მშობლების მიღება, სასწავლო პროგრამებზე გასაუბრება, შესაბამის პროგრამაზე მოსწავლის დარეგისტრირება (მოსწავლეთა ახალი ნაკადის მიღბების გამოცხადებისას);
· მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი (დასწრებების აღმრიცხველ დოკუმენტს მასწავლებლებისგან მიღებთ ყოველკვირეულად);
· მოსწავლეთა ფინანსური დავალიანების მონიტორინგი (ყოველთვიურად);
· საჭიროების შემთხვევაში მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, მათი ფინანსური დავალიანებისა და მოსწავლის გაცდენების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· Word და Excel პროგრამების ცოდნა მაღლ დონეზე;
· სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციის ან/და განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
· ქართული ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
· სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
· მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· გამართულად მეტყველება;
· გუნდური მუშაობა.
დამატებითი ინფორმაცია:
· UG limes ის ადმინისტრაცია ფუნქციონირებს საქართველოს უნივერსიტეტის შენობაში, მე-4 კორპუსი, ოთახი N209;
· სამუშაო გრაფიკი: სამშაბათი პარასკევის ჩათვლით - 11:00-19:00, შაბათი 10:00-14:00 (UG სტუდენტთათვის შესაძლებელია გრაფიკის მორგება);
· კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
o CV-ების მიღება, განხილვა;
o ინდივიდუალური გასაუბრება;
o სტაჟირების ეტაპი 1 თვე;
· სტაჟირების ეტაპის შემდეგ გაფორმდება ანაზღაურებადი ხელშეკრულება.
dდამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 21 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.