მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნეს განვითარების დეპარტამენტში, დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას #13 //ჭიაურელის 6;
სამუშაო გრაფიკი : შეთანხმებით;
ძირითადი მოვალეობები:
- ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის საქმიანობაში ჩართულობა;
- კლინიკის სტრატეგიული ზრდისა და პარტნიორული მიმართულებების განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- პაციენტების ნაკადისა და სერვისების ეფექტიანობის მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაში ჩართულობა;
- ანგარიშების, ანალიტიკური მასალებისა და პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე აღნიშნული ლინკის საშუალებით: https://www.app.helio-ai.com/apply/cn7kxeiwrnvlvxru?src=The%20University%20of%20Georgia
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.