შესაძლებლობა, რომელიც შენი პროფესიული გზის შემდეგი ნაბიჯი შეიძლება გახდეს!
საქართველოს უნივერსიტეტი × გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ვუზიარებთ ახალ კარიერულ შესაძლებლობას , გახდი გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანიის გუნდის წევრი და განაგრძე პროფესიული განვითარება იურიდიულ სფეროში.
თუ გაქვს შესაბამისი განათლება, მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება და მზად ხარ ახალი პროფესიული გამოწვევისთვის, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
გაეცანი ვაკანსიის დეტალებს და არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, რომელიც შენი კარიერული განვითარების შემდეგი ნაბიჯი შეიძლება გახდეს.
დამსაქმებელი: გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
დასახელება: უმცროსი იურისტი
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
შრომის ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, შრომის ანაზღაურება 2500 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო+FITPASS.
დამსაქმებლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.zlf.com.ge facebook: GiorgiZarnadze Law Firm.
Tiktok: Giorgi Zarnadze Law Firm
ძირითადი მოვალეობები:
1. სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა/ანალიზი
2. იურიდიული კონსულტაციის გაწევა
3. სასამართლოში, არბიტრაჟში და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა
4. კომპანიების რეგისტრაცია
5. იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
1. უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით. (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება)
2. იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი სავალდებულოა
3. კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სასურველია)
5. ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (ჩაითვლება უპირატესობად)
6. მართვის მოწმობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47