ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

უმცროსი შესყიდვების სპეციალისტი-Merlons

20 May 2026
ვეძებთ უმცროს შესყიდვების სპეციალისტს 
 
ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.  
 
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
ანაზღაურება: 1200 ლარი
გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე – 09:00- 18:00 საათამდე (დასვენება შაბათი-კვირა)
 
ფუნქცია-მოვალეობები :
• დატვირთვის სიის გადახედვა, ინვოისებში მითითებული ფასების კონტროლი და მათი შესაბამისობის გადამოწმება წინასწარ შეთანხმებულ პირობებთან; ინვოისების მუდმივი განახლება და გუნდისთვის გაზიარება.
• პროდუქციის ფასების ფაილების (Price Lists) მომზადება, ახალი პროდუქტების ბაზაში რეგისტრაცია და მონაცემთა (დასახელებების) სიზუსტის ვერიფიკაცია.
• ნაშთების ქონის კოეფიციენტის ფაილის მომზადება ყოველკვირეულად.  
• საცალო მომხმარებლებისა და საჭირო სათადარიგო ნაწილების შეკვეთების განთავსება.
• არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და საერთაშორისო ბაზარზე კონკრეტული პროდუქციის მოძიება.
• ყოველთვიური ანგარიშგება ბუღალტერიისთვის (FOC ინვოისების, Debit Note-ების მომზადება და გაგზავნა). 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
• შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (საერთაშორისო შესყიდვები ჩაითვლება უპირატესობად)
• ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
 
ჩვენ გთავაზობთ:  
• მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
• კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
• ჯანმრთელობის დაზღვევას;
• ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
• მზარდ ანაზღაურებას
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: . Office@vitra.com.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -   „უმცროსი შესყიდვების სპეციალისტი “
 
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად. 
 
დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე -   https://merlons.ge/ka/  https://www.facebook.com/Merlons.ge
 
 
 
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი