27 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტის, ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის, არქიტექტურის დეპარტმანეტსა და კომპანია BIMunify -ს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. BIMunify არის წამყვანი გლობალური BIM საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ინოვაციურ Building Information Management მომსახურებას ევროპის, ცენტრალური აზიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით.
საქართველოს უნივერსიტეტის, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის და BIMunify -ს შორის გაფორმებული მემორანდუმი, არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის სწავლის პროცესში - მრავალფეროვანი პრაქტიკული სამუშაოების ჩატარებისთვის.
"ეს არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც სულ ახლახანს დაფუძნდა საქართველოში და მათი მიზანია ახალი ტექნოლოგიებით, დაგეგმარების პროცესში, არქიტექტურასა და მშენებლობაში სპეციალისტების ჩართვა. თავის მხრივ, ვგეგმავთ რომ BIM ( Building Information Management )ტექნოლოგიები, როგორც საგანი, შემოვიტანოთ სასწავლო პროგრამაში, რათა სტუდენტები საწყის ეტაპზევე გაერკვნენ ამ ტექნოლოგიის პროექტირებაში გამოყენების სპეციფიკაში და აიმაღლონ პროფესიული როლი." გვიზიარებს, ქალბატონი ნინო ლაღიძე, არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი.
კომპანიის სამუშაო არეალს წარმოადგენს, არამარტო პროექტების შესრულება, არამედ საერთაშორისო მასშტაბით სასწავლო კურსების/ტრენინგების გამართვა, სადაც ჩართული სტუდენტები, სამუშაო პროცესიდან სწავლობენ ტექნოლოგიას BIM მენეჯმენტს.
"ჩვენი კომპანია საერთაშორისო პროექტების ქართულ ბაზარზე შემოტანით არის დაკავებული, ჯერჯერობით ერთადერთი ვართ, ვინც პირდაპირი ხაზით ასწავლის და აწარმოებს BIM არქიტექტორულ მენეჯმენტს, რაც თავის თავში პროექტის სრულ, საინფორმაციო მენეჯმენტს მოიცავს, ეს არის მთლიანი სასიცოცხლო ციკლი, რაც მოიცავს იდეიდან - პროდუქტამდე ყველა საფეხურს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არსებული კომპანიები არ მუშაობენ BIM სისტემით, ერთადერთი ვართ ბაზარზე, ვინც გარდა პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისა, საშუალებას ვაძლევთ სტუდენტებს ჩაერთონ და გაიარონ სასაწავლო კურსები, BIM არქიტექტორის, BIM კოორდინატორის და BIM ინჟინერიის მიმართულებით" აღნიშნავს ქეთევან კაპანაძე, სერტიფიცირებული BIM მენეჯერი, კომპანია BIMunify წარმომადგენელი.
საქართველოს უნივერსიტეტის, არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისათვის ეს მემორანდუმი კიდევ ერთი პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალებაა და რაც მთავარია გათვლილია მათი, როგორც მომავალი პროფესიონალების საერთაშორისო ბაზრისთვის მოსამზადებელ სტანდარტებზე.