საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორის, ირაკლი სამხარაძის პუბლიკაცია - From External Pressure to Internal Reform: Legal Pathways to Carbon Market Integration Through CBAM in Southeast Europe - გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო მონოგრაფიაში - "Sustainable Energy: Still United in Diversity?", რომელიც The University of Groningen Press-ის მიერ არის გამოცემული.
ირაკლი სამხარაძის პუბლიკაცია, რომელიც მონოგრაფიის ერთ-ერთი თავია ეძღვნება ევროკავშირის CBAM მექანიზმის გავლენას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმების კონტექსტში.
აღსანიშნავია, რომ პუბლიკაცია ინდექსირებულია Scopus-ის ბაზაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კვლევითი საქმიანობის საერთაშორისო აკადემიურ ხარისხსა და აღიარებას.