ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია - საქართველო და კავკასია – წარსული, აწმყო, მომავალი

2 April 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს თეზისების მიღებას, რიგით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „საქართველო და კავკასია – წარსული, აწმყო, მომავალი“ კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 22-23 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში.

კონფერენციის მიზანია საქართველოსა და კავკასიის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე განვითარების საკითხების მრავალმხრივი და ინტერდისციპლინური განხილვა.

სამეცნიერო ფორუმი შექმნის აკადემიურ სივრცეს მკვლევრების, ისტორიკოსებისა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის, რათა გააანალიზონ რეგიონის ისტორიული გამოცდილება, იმსჯელონ თანამედროვე გამოწვევებზე და წარმოადგინონ კავკასიის მომავალი განვითარების ხედვები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისტორიული მემკვიდრეობის კვლევას, რეგიონულ ურთიერთობებსა და იმ პროცესებს, რომლებიც განსაზღვრავს საქართველოსა და კავკასიის როლს თანამედროვე გლობალურ კონტექსტში.

საორგანიზაციო კომიტეტი იწვევს მკვლევრებს, მეცნიერებსა და დოქტორანტებს მონაწილეობა მიიღონ კონფერენციაში შემდეგი მიმართულებებით:

  • ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია;
  • ეთნოლოგია, ანთროპოლოგია;
  • ფილოლოგია;
  • კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა;
  • სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია;
  • დიგიტალური ქართველოლოგია;
  • ეკონომიკა, ბიზნესი, სამართალი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ: 

  • განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა – 2026 წლის 22 მაისი;
  • განაცხადზე პასუხი – არაუგვიანეს 206 წლის 12 ივნისისა;
  • სარეგისტრაციო გადასახადის დაფარვის ბოლო ვადაა – 2026 წლის 28 აგვისტო.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 

  • კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური;
  • კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს;
  • მოხსენება აუცილებელია შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე;
  • თეზისები (300-400 სიტყვა) წარმოდგენილი იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • დისტანციური (Online) რეჟიმი გათვალისწინებულია უცხოელი მონაწილეებისთვის;
  • კონფერენციის რეგისტრაციის საფასური: 70 ლარი, თანაავტორისთავის – 50 ლარი. 

დამატებითი ინფორმაცია:

  • მოხსენებათა თეზისები განთავსდება კონფერენციის ვებგვერდზე;
  • რჩეული მოხსენებების სრული ტექსტი, ორმაგი ანონიმური რეცენზირების შემდეგ, დაიბეჭდება კონფერენციის კრებულში. 

გთხოვთ, რეგისტრაციისთვის გამოიყენოთ შემდეგი ბმული: ACGS

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონფერენციის ვებ. გვერდს: https://acgs.ug.edu.ge/ka

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი