ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

ფოლიო X - აღმოაჩინე მეტი

11 June 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს საიუბილეო ლიტერატურულ კონკურსს „ფოლიო X“ - კონკურსს, რომელმაც უკვე 10 წელია არაერთ ახალგაზრდა ავტორს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი სიტყვა ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინა და ლიტერატურულ გზაზე პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგა. თუ გიყვარს წერა, ლიტერატურა და ახალი იდეების აღმოჩენა, „ფოლიო X“ სწორედ შენთვისაა.

წლევანდელი შემოქმედებითი გამოწვევა - „აღმოაჩინე მეტი“

„აღმოაჩინე მეტი“ არის მოწოდება, შეხედო სამყაროს ახალი კუთხით და იპოვო ის, რაც ერთი შეხედვით უხილავია. ეს არ არის კონკრეტული თემა ან შეზღუდვა - ეს არის თავისუფალი სივრცე ინტერპრეტაციისთვის, სადაც შეგიძლია ნებისმიერი ისტორია, პერსონაჟი თუ იდეა აქციო აღმოჩენის პროცესად. წლევანდელი „ფოლიო X“ ეძებს ავტორებს, რომლებსაც შეუძლიათ ნაცნობში ახალი დაინახონ, ჩვეულებრივში - გამორჩეული და ეს აღმოჩენა მკითხველს საკუთარი სიტყვებით გაუზიარონ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • საქართველოში აკრედიტირებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს;
  • საქართველოში მოქმედი სკოლების XI და XII კლასის მოსწავლეებს.

საკონკურსო ნაშრომის მოთხოვნები

  • ნაშრომი უნდა იყოს პროზაული;
  • ენა: ქართული ან ინგლისური;
  • მოცულობა: 1-დან 3 გვერდამდე;

ფორმატი:

  • Word დოკუმენტი;
  • შრიფტი: Sylfaen;
  • ზომა: 11;
  • სტრიქონებს შორის დაშორება: 1.5.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ კონკურსის განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://ug.edu.ge/folio

შეფასების კრიტერიუმები

ჟიური ნაშრომებს შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასებს:

  • თემასთან შესაბამისობა
  • ორიგინალურობა
  • შემოქმედებითობა
  • ლაკონიურობა

პრიზები

I ადგილი - 2000 ლარი 

II ადგილი - 1500 ლარი 

III ადგილი - 1000 ლარი 

ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.

მიღების ვადები

ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 2026 წლის 11 ივნისიდან - 21 ივნისის ჩათვლით, ბმულზე: https://ug.edu.ge/folio

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი