საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს საიუბილეო ლიტერატურულ კონკურსს „ფოლიო X“ - კონკურსს, რომელმაც უკვე 10 წელია არაერთ ახალგაზრდა ავტორს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი სიტყვა ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინა და ლიტერატურულ გზაზე პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგა. თუ გიყვარს წერა, ლიტერატურა და ახალი იდეების აღმოჩენა, „ფოლიო X“ სწორედ შენთვისაა.
წლევანდელი შემოქმედებითი გამოწვევა - „აღმოაჩინე მეტი“
„აღმოაჩინე მეტი“ არის მოწოდება, შეხედო სამყაროს ახალი კუთხით და იპოვო ის, რაც ერთი შეხედვით უხილავია. ეს არ არის კონკრეტული თემა ან შეზღუდვა - ეს არის თავისუფალი სივრცე ინტერპრეტაციისთვის, სადაც შეგიძლია ნებისმიერი ისტორია, პერსონაჟი თუ იდეა აქციო აღმოჩენის პროცესად. წლევანდელი „ფოლიო X“ ეძებს ავტორებს, რომლებსაც შეუძლიათ ნაცნობში ახალი დაინახონ, ჩვეულებრივში - გამორჩეული და ეს აღმოჩენა მკითხველს საკუთარი სიტყვებით გაუზიარონ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
საკონკურსო ნაშრომის მოთხოვნები
ფორმატი:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ კონკურსის განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://ug.edu.ge/folio
შეფასების კრიტერიუმები
ჟიური ნაშრომებს შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასებს:
პრიზები
I ადგილი - 2000 ლარი
II ადგილი - 1500 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი
ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.
მიღების ვადები
ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 2026 წლის 11 ივნისიდან - 21 ივნისის ჩათვლით, ბმულზე: https://ug.edu.ge/folio