ანონსები
საერთაშორისო მედიაციის კონკურსი ICC – პარიზი, 2026 წლის თებერვალი
ICC-ის მედიაციის კონკურსი მსოფლიოში უმსხვილესი საგანმანათლებლო ღონისძიებაა, რომელიც ეძღვნება საერთაშორისო კომერციულ მედიაციას. ყოველწლიურად, პარიზში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მედიაციის სიმულაციურ სესიებში მონაწილეობენ, მედიატორების ჩართულობით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოქმედ სტუდენტებს (ბაკალავრი, მაგისტრატურა, ან ვინც გეგმავს საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაში ჩართვას)
მონაწილეობისათვის აუცილებელია აპლიკანტი თავისუფლად საუბრობდეს ინგლისურ ენაზე.
შერჩეულ სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გაივლიან მედიაციისა და მოლაპარაკების ტექნიკებში.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (ინგლისურად) 2025 წლის 26 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: ugls@ug.edu.ge