ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

კონფერენცია - რელიგია და არადემოკრატიული მმართველობები: თავისუფლება და რწმენა რეპრესიებისა და ჩაგვრის საპასუხოდ

20 October 2026

 

11-12 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ კონფერენციაზე - „რელიგია და არადემოკრატიული მმართველობები: თავისუფლება და რწმენა რეპრესიებისა და ჩაგვრის საპასუხოდ“, რომელიც აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, უფლებადამცველებსა და რელიგიურ ლიდერებს გააერთიანებს.

კონფერენციის ძირითადი თემებია:

  • რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და მისი დაცვის მექანიზმები;
  • რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა არადემოკრატიული რეჟიმების პირობებში;
  • რელიგიური თემების როლი ადამიანის ღირსებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვაში;
  • ავტორიტარული მმართველობის ისტორიული გამოცდილება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში.

კონფერენციის მიზანია გააერთიანოს აკადემიური წრეები, უფლებადამცველები და რელიგიური ლიდერები, რათა თეოლოგიის, რელიგიისმცოდნეობის, ისტორიის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების პერსპექტივიდან შეფასდეს რელიგიის მრავალწახნაგოვანი როლი ტოტალიტარულ, ავტორიტარულსა და სხვა არადემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წარსულში რწმენისა და რელიგიის მნიშვნელოვან გავლენას, ისევე როგორც მის პოტენციალს მომავალში ადამიანის ღირსების, სინდისისა და თავისუფლების დასაცავად. აკადემიურ მსჯელობასთან ერთად, კონფერენცია სივრცეს დაუთმობს პრაქტიკოსებისა და რელიგიური ლიდერების გამოცდილებასა და უფლებადაცვით ინიციატივებს. 

მომხსენებლებისა და განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://ug.edu.ge/storage/Sola_Forum_2026_programme_DRAFT_GEO.pdf

დრო: 11–12 ნოემბერი, 10:00 საათი 

ადგილი:ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 საკონფერენციო დარბაზი 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი