ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

საჯარო დისკუსიაზე თემაზე - აშშ-ის შუალედური არჩევნები 2026: შედეგები და პოლიტიკური პერსპექტივები

9 November 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრი (UGSPN) გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე თემაზე: „აშშ-ის შუალედური არჩევნები 2026: შედეგები და პოლიტიკური პერსპექტივები“ დისკუსია ფოკუსირებული იქნება 2026 წლის 3 ნოემბერს გამართული აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებზე, მათ განმსაზღვრელ პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტორებზე, ასევე აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის მოსალოდნელ შედეგებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების საარჩევნო შედეგებს, ამომრჩეველთა განწყობებსა და კონგრესში ძალთა ბალანსის ცვლილებას.

დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნება:

  •  არჩევნების შედეგები და საარჩევნო დინამიკა: რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების შედეგები, ამომრჩეველთა აქტივობა, საზოგადოებრივი განწყობები და ძირითადი პოლიტიკური ტენდენციები;
  •  გავლენა აშშ-ის შიდა პოლიტიკაზე: ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელების პერსპექტივები, კონგრესსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები და შესაძლო ინსტიტუციური დაპირისპირებები;
  • უკრაინის ომი და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება: არჩევნების შედეგების გავლენა უკრაინის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაზე, რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკასა და ევროპელ მოკავშირეებთან თანამშრომლობაზე.
  •  არჩევნების შედეგების გავლენა საქართველოზე: აშშ-ის ახალი პოლიტიკური რეალობის შესაძლო გავლენა საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებზე.

 დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

  •  ვიქტორ ყიფიანი – პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარე
  •  გიგა ჯოხაძე – ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი
  •  მოდერატორი - შალვა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი

 

დრო: 12 ნოემბერი, 17:00 სათი

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას ქ. 77ა,  #710 აუდიტორია 

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/DeHubpk7sAGUmeuB8 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი