საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრი (UGSPN) გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე თემაზე: „აშშ-ის შუალედური არჩევნები 2026: შედეგები და პოლიტიკური პერსპექტივები“ დისკუსია ფოკუსირებული იქნება 2026 წლის 3 ნოემბერს გამართული აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებზე, მათ განმსაზღვრელ პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტორებზე, ასევე აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის მოსალოდნელ შედეგებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების საარჩევნო შედეგებს, ამომრჩეველთა განწყობებსა და კონგრესში ძალთა ბალანსის ცვლილებას.
დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნება:
- არჩევნების შედეგები და საარჩევნო დინამიკა: რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების შედეგები, ამომრჩეველთა აქტივობა, საზოგადოებრივი განწყობები და ძირითადი პოლიტიკური ტენდენციები;
- გავლენა აშშ-ის შიდა პოლიტიკაზე: ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელების პერსპექტივები, კონგრესსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები და შესაძლო ინსტიტუციური დაპირისპირებები;
- უკრაინის ომი და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება: არჩევნების შედეგების გავლენა უკრაინის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაზე, რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკასა და ევროპელ მოკავშირეებთან თანამშრომლობაზე.
- არჩევნების შედეგების გავლენა საქართველოზე: აშშ-ის ახალი პოლიტიკური რეალობის შესაძლო გავლენა საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებზე.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
- ვიქტორ ყიფიანი – პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარე
- გიგა ჯოხაძე – ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი
- მოდერატორი - შალვა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი
დრო: 12 ნოემბერი, 17:00 სათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას ქ. 77ა, #710 აუდიტორია
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/DeHubpk7sAGUmeuB8