ძვირფასო აბიტურიენტებო, იწყება იმიტირებული გამოცდები 2026 ქალაქ ზუგდიდსა და ქუთაისში, საქართველოს უნივერსიტეტი, გაძლევთ შესაძლებლობას ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე წინასწარ გამოსცადოთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მიიღოთ რეალური საგამოცდო გარემოს მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში.
რეგისტრაცია: https://ug.edu.ge/mock-exams
ეს არ არის უბრალოდ ტესტი - ეს არის საკუთარი თავის გამოცდა, შესაძლებლობა, დაინახოთ რამდენად მზად ხართ და რა მიმართულებით გჭირდებათ კიდევ მუშაობა, რათა დარჩენილი დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, ადგილები შეზღუდულია.
იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობა გაძლევთ უნიკალურ შანსს:
ეს პროცესი გაძლევთ საშუალებას არა მხოლოდ ცოდნის შემოწმებისთვის, არამედ საკუთარი სტრატეგიის შესაქმნელად - როგორ უნდა მოემზადოთ ყველაზე ეფექტურად ბოლო ეტაპზე.
საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „იმიტირებული გამოცდები 2026“ ჩატარდება ორ ძირითად საგანში:
ქართული ენა და ლიტერატურა / 18 ივნისი
ინგლისური ენა / 19 ივნისი
ტესტები შედგენილია საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ, რომლებიც ჩართულნი არიან ეროვნული ტესტების შედგენის პროცესშიც და სრულად შეესაბამება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატს - სტრუქტურით, სირთულითა და შეფასების პრინციპებით.
გამოცდების განრიგი:
ქ. ზუგდიდი / მერაბ კოსტავას ქ. #58, ამერიკული კუთხე
18 ივნისი, 12:00 საათი, ქართული ენა და ლიტერატურა
19 ივნისი, 12:00 საათი, ინგლისური ენა
ქ. ქუთაისი / ილია ჭავჭავაძის გამზირი #50, ქუთაისის მე - 10 საჯარო სკოლა
18 ივნისი, 16:00 საათი, ქართული ენა და ლიტერატურა
19 ივნისი, 12:00 საათი, ინგლისური ენა
გამოცდებზე რეგისტრაცია:
გამოცდების გრაფიკი: https://ug.edu.ge/mock-exams
გთხოვთ გაითვალისწინოთ, ადგილები შეზღუდულია