ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

იმიტირებული გამოცდები 2026 - ზუგდიდი / ქუთაისი

12 June 2026

 

ძვირფასო აბიტურიენტებო, იწყება იმიტირებული გამოცდები 2026  ქალაქ ზუგდიდსა და ქუთაისში, საქართველოს უნივერსიტეტი, გაძლევთ შესაძლებლობას ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე წინასწარ გამოსცადოთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მიიღოთ რეალური საგამოცდო გარემოს მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში.

რეგისტრაცია: https://ug.edu.ge/mock-exams

ეს არ არის უბრალოდ ტესტი - ეს არის საკუთარი თავის გამოცდა, შესაძლებლობა, დაინახოთ რამდენად მზად ხართ და რა მიმართულებით გჭირდებათ კიდევ მუშაობა, რათა დარჩენილი დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, ადგილები შეზღუდულია. 

იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობა გაძლევთ უნიკალურ შანსს:

  • გამოსცადოთ საკუთარი თავი სტრესულ საგამოცდო გარემოში;
  • შეეგუოთ დროის მართვის რეალურ ზეწოლას;
  • ნახოთ ეროვნული გამოცდების ანალოგიური სტრუქტურის ტესტები;
  • გაიგოთ თქვენი რეალური ცოდნის დონე თითოეულ საგანში;
  • სწორად დაგეგმოთ დარჩენილი დრო და ფოკუსირდეთ სუსტ მხარეებზე;
  • შეხვდეთ ეროვნულ გამოცდებს მეტი თავდაჯერებით და სიმშვიდით.

 ეს პროცესი გაძლევთ საშუალებას არა მხოლოდ ცოდნის შემოწმებისთვის, არამედ საკუთარი სტრატეგიის შესაქმნელად - როგორ უნდა მოემზადოთ ყველაზე ეფექტურად ბოლო ეტაპზე.

საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „იმიტირებული გამოცდები 2026“ ჩატარდება ორ ძირითად საგანში:

ქართული ენა და ლიტერატურა / 18 ივნისი 

ინგლისური ენა / 19 ივნისი 

ტესტები შედგენილია საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ, რომლებიც ჩართულნი არიან ეროვნული ტესტების შედგენის პროცესშიც და სრულად შეესაბამება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატს - სტრუქტურით, სირთულითა და შეფასების პრინციპებით.

გამოცდების განრიგი: 

ქ. ზუგდიდი / მერაბ კოსტავას ქ. #58, ამერიკული კუთხე 

18 ივნისი, 12:00 საათი, ქართული ენა და ლიტერატურა 

19 ივნისი, 12:00 საათი, ინგლისური ენა 

ქ. ქუთაისი / ილია ჭავჭავაძის გამზირი #50, ქუთაისის მე - 10 საჯარო სკოლა 

18 ივნისი, 16:00 საათი, ქართული ენა და ლიტერატურა 

19 ივნისი, 12:00 საათი, ინგლისური ენა

გამოცდებზე რეგისტრაცია: 

გამოცდების გრაფიკი: https://ug.edu.ge/mock-exams

გთხოვთ გაითვალისწინოთ, ადგილები შეზღუდულია 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი