ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

უზბეკეთის სახელმწიფო მსოფლიო ენების უნივერსიტეტის დელეგაცია საქართველოს უნივერსიტეტს ეწვევა

31 March 2026

 

31 მარტიდან - 2 აპრილის ჩათვლით საქართველოს უზბეკეთის სახელმწიფო მსოფლიო ენების უნივერსიტეტის (UzSWLU) ოფიციალური დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, 1 აპრილს, დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს უნივერსიტეტში, რაც ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.

დელეგაციას ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი თუხტასინოვ ილხომჯონ მადამინოვიჩი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იულდაშევი ჰუსანბოი იბრაგიმოვიჩი და მთარგმნელობითი ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი იულდოშევი ულუგბეკ რავშანბეკოვიჩი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს უნივერსიტეტის რექტორთან, უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, პრო-რექტორებთან, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორთან და სკოლის წარმომადგენლებთან, ასევე პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. შეხვედრების ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

\მემორანდუმის მიზანია ორ უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო და კულტურულ მიმართულებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართულ-უზბეკური აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას და ახალგაზრდებს შორის კავშირების განვითარებას.

თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა უზბეკეთში ქართული ენისა და კულტურის სწავლების ინიცირება, მათ შორის უზბეკეთის სახელმწიფო მსოფლიო ენების უნივერსიტეტში ქართული ენის ცენტრის დაარსების პერსპექტივა. აღნიშნული ინიციატივა ორი ქვეყნის ახალგაზრდებსა და აკადემიურ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის ახალ პლატფორმას შექმნის.

მხარეები ასევე იმსჯელებენ მრავალენოვანი მთარგმნელების მომზადების პროგრამებზე (უზბეკური–რუსული–ინგლისური–ქართული მიმართულებით), რაც უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის დირექტივის შესაბამისად ხორციელდება და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობასა და სპეციალისტების ჩართულობას.

პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია:

· ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი პროექტები, პუბლიკაციები და სადოქტორო დისერტაციების ერთობლივი ხელმძღვანელობა;

· ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში;

· უცხო ენების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთობლივი პროგრამები (ჰიბრიდულ ფორმატში);

· ერთობლივი ორმაგი დიპლომის პროგრამების შექმნა;

· სტუდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები;

· ზამთრისა და ზაფხულის ბანაკები, მოკლევადიანი კურსები და კულტურულ-განათლებითი პროგრამები.

ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში და ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკადემიური ქსელის გაფართოებას, ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას და ინოვაციური კვლევითი თანამშრომლობების განვითარებას.

საქართველოს უნივერსიტეტი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას და მზად არის ახალი იდეებისა და ინიციატივების განსახორციელებლად გრძელვადიანი თანამშრომლობის ფორმატში.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი