საქართველოს უნივერსიტეტი იწყებს ახალ პროექტს - „საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლისთვის“
პროექტი მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერას, მათი პროფესიული როლის გაძლიერებასა და უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის პარტნიორობის განვითარებას. პირველი ღონისძიება - "მასწავლებელთა ფორუმი: გარდამავალი ეტაპები განათლებაში" - წარმოადგენს პროფესიულ სივრცეს, სადაც განათლების სხვადასხვა საფეხურზე მომუშავე მასწავლებლები და განათლების სფეროს წარმომადგენლები ერთად განიხილავენ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რომლებიც მოსწავლის განვითარების გზას განსაზღვრავს.
ფორუმი მიზნად ისახავს:
ფორუმის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ ექსპერტების მოხსენებები, ჩაერთონ თემატურ ვორქშოფებში და მიიღონ მონაწილეობა პროფესიულ დისკუსიებში.
ფორუმი ხელს უწყობს იმ იდეის გაძლიერებას, რომ მასწავლებელი არის განათლების ეკოსისტემის ცენტრალური ფიგურა, რომლის გავლენა ვრცელდება მოსწავლის განვითარებაზე, მის მსოფლმხედველობასა და მომავლის ხედვაზე.
მასწავლებელთა ფორუმზე დასასწრებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://ugforteachers.ug.edu.ge/conference/apply
პროექტის შესახებ ვრცლად, იხილეთ ბმულზე: https://ugforteachers.ug.edu.ge/