25 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტი ერთდღიან სტუდენტურ ჰაკათონს უმასპინძლებს, PMI საქართველოს წარმომადგენლობასთან და Agile ასოციაციასთან თანამშრომლობით. სტუდენტები ერთი დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, რეალურ გარემოში შეიძენენ მუშობის გამოცდილებას, ბიზნეს ანალიტიკის, კომპიუტერული მეცნიერებების და სხვა შესაბამისი, პროფესიული მიმართულებების ირგვლივ.
სტუდენტები გუნდურად იმუშავებენ რეალურ მონაცემებზე და წარადგენენ იდეებს თემებზე:
მონაწილე გუნდები საკუთარი შედეგების პრეზენტირებას მოახდენენ ჟიურის წინაშე, რომელთა რიგებშიც იქნებიან, საქართველოს უნივერსიტეტის, PMI საქართველოდან და Agile ასოციაციის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის მიზანს სტუდენტებისთვის ისეთი სივრცის შექმნა წარმოადგენს, სადაც თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას შეძლებენ და ციფრული ტრანსფორმაციისა და Agile მიდგომების მნიშვნელობაში უკეთ გაერკვევიან, ხოლო ამ პრაქტიკული სამუშაოს დასკვნით ნაწილში, გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები შესაბამისი ნომინაციის ფარგლებში.
ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებმა, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ გმულზე - ჰაკათონი ციფრულ ტრანსფორმაციაზე და Agile პროექტებზე
დრო: 25 ოქტომბერი, 11:00 -17:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, 519 საკონფერენციო დარბაზი