ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

ჰაკათონი ციფრულ ტრანსფორმაციაზე და Agile პროექტებზე
9 October 2025

 

25 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტი ერთდღიან სტუდენტურ ჰაკათონს უმასპინძლებს,   PMI საქართველოს წარმომადგენლობასთან და Agile ასოციაციასთან თანამშრომლობით.  სტუდენტები ერთი დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, რეალურ გარემოში შეიძენენ მუშობის გამოცდილებას, ბიზნეს ანალიტიკის, კომპიუტერული მეცნიერებების და სხვა შესაბამისი, პროფესიული მიმართულებების ირგვლივ. 

სტუდენტები გუნდურად იმუშავებენ რეალურ მონაცემებზე და წარადგენენ იდეებს თემებზე: 

  • Agile პროექტების პროგრესისა და სისწრაფის ანალიზი;
  • ციფრული ტრანსფორმაციის ეფექტიანობის შეფასება სხვადასხვა სფეროში;
  • პროექტების მენეჯმენტის ოფისის (PMO) ავტომატიზაცია;
  • AI-ის გამოყენება პროექტების დაგეგმვაში;
  • მონაცემებზე დაფუძნებული ცვლილებების მართვა. 

მონაწილე გუნდები საკუთარი შედეგების პრეზენტირებას მოახდენენ ჟიურის წინაშე, რომელთა რიგებშიც იქნებიან, საქართველოს უნივერსიტეტის, PMI საქართველოდან და Agile ასოციაციის წარმომადგენლები. 

აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის მიზანს სტუდენტებისთვის ისეთი სივრცის შექმნა წარმოადგენს, სადაც თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას შეძლებენ და ციფრული ტრანსფორმაციისა და Agile მიდგომების მნიშვნელობაში უკეთ გაერკვევიან, ხოლო ამ პრაქტიკული სამუშაოს დასკვნით ნაწილში, გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები შესაბამისი ნომინაციის ფარგლებში. 

ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებმა, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ გმულზე - ჰაკათონი ციფრულ ტრანსფორმაციაზე და Agile პროექტებზე

დრო: 25 ოქტომბერი, 11:00 -17:00 საათი 

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, 519 საკონფერენციო დარბაზი 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი