1. მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე სწავლის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება გამოცდების შედეგების საფუძველზე.
- პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის ფლობა B 1/2 დონეზე. ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს შეიძლება წარმოადგენდეს დიპლომის დანართი, რომელშიც მითითებულია უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენა ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საუნივერსიტეტო გამოცდა ენის ცოდნის დასადასტურებლად.
2. მიმართულებები განისაზღვრება შემდეგი სახით: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ისტორია, ფიზიკა, მათემატიკა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
3. პროგრამის ღირებულება 2990 ლარი.
4. მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგების საფუძველზე, მასწავლებელთა ერთწლიან პროგრამაზე მასწავლებელთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს 1 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით.
5. ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:30 საათამდე შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 77, მეოთხე სასწავლო კორპუსი.
6. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად მასწავლებელი ვალდებულია წარმოადგინოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი Jpg ფორმატში;
- ცნობა კომპეტენციის დადასტურების ზღვარის გადალახვის შესახებ; (საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით).
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი და ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი Jpg ფორმატში;
- 1 ფოტოსურათი (3X4) და ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი Jpg ფორმატში;
- შეავსონ სააპლიკაციო ფორმა უნივერსიტეტში.
7. სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულ მატარებელზე (CD-ზე ჩაწერილი).
8. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდეს 14 სექტემბერს, 10:00 საათზე, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 77, IV სასწავლო კორპუსში, ოთახი #-407.
9. აკადემიური რეგისტრაციის ვადად განისაზღვროს 2026 წლის 16-21 სექტემბერი.