სიახლეები
ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ანალიტიკური ცენტრ „კონტაქტის“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი „წარმატების მიღწევის ფსიქოტექნოლოგიები“.
ტრენინგის მიზანი:
ტრენინგზე თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოებით ნაჩვენები იქნება ღირებულებებათა და მოლოდინთა სისტემის, რწმენების, მიზნებისა და თვითშეფასების გავლენის მნიშვნელობა მიზნის მიღწევასა და წარმატებულობის განცდაზე.
ტრენინგის შედეგი:
ტრენინგის შემდეგ მსმენელი ისწავლის სასურველი ადამიანების მოზიდვა წარმატების მიღწევისთვის, სასურველი თვისებების გამომუშავება და ტრანსფორმირება. სასურველი საჩუქრების, ბონუსების მიღება, გამარჯვება კონკურსებში, ვაკანსიების დაკავება, წარმატება სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში.
ტრენინგს გაუძღვა ნოდარ სარჯველაძე-
ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ფილოსოფიური აკადემიის აკადემიკოსი, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი.